10 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად სლოვენიას დაუზავდა - 1:1.
გია ცეცაძის შეგირდები, რომლებიც ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან, 3 დღის წინ საბარძნეთთან 0:3 დამარცხდნენ, ამჯერად კი უკეთ ითამაშეს და გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ.
სლოვენია - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ლოჩოშვილი (32), 1:1 კადრიჩი (63)
საქართველო: ბულისკერია, ფაცაცია (ძებნიაური 55), ლოჩოშვილი, კობოური, მალი, ნინუა (ქოჩორაშვილი 55), კუცია, ლაკვეხელიანი (ნებიერიძე 66), არაბიძე (სილაგაძე 75), კოხრეიძე (დავითაშვილი 67), სპანდერაშვილი (ბუღრიძე 66)