საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ დანია-საქართველოს მატჩის შესახებ "ლელოსთან" ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდები დანიასთან სტუმრად ანგარიშით 1:5 დამარცხდნენ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენი აზრით, ვაისი უნდა დარჩეს ნაკრების მწვრთნელად?
- უნდა დარჩეს. ერთა ლიგის დარჩენილი შეხვედრებია ჩვენი მთავარი საფიქრალი. ეს ციკლი იმ თამაშებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ახლა რომ სხვა მწვრთნელი მოვიდეს, მას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება ვითარებაში გასარკვევად. ვაისმა დაიწყო ეს საქმე, ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო და ბოლომდეც მანვე უნდა მიიყვანოს საქმე.

ვაკო გვილია: თითოეულმა ჩვენგანმა მარცხის მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ
ვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა