საქართველოს ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს.

ლევან ბაჯელიძის გუნდი 14 და 17 ივნისს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი 17:00 საათზე "დავით პეტრიაშვილი არენაზე" ჩატარდება. მომავალი მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 9 ივნისიდან ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 21 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი)

მცველები: ნინო სუთიძე (ნიკე, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე, თბილისი), მარიამ ჯანიკაშვილი (კაპრერა,
იტალია)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარაგიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), თამარ ეპიტაშვილი (კატანია, იტალია), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (პაოკი, საბერძნეთი), თამრიკო სალუქვაძე (ლანჩხუთი), ანა კულდონაშვილი (კარპერა, იტალია)

თავდამსხმელები:
ხატია ჭყონია (იზმირ ქონაკ ბელედიესპორი, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე (ედნისტ-პლისკი, უკრაინა), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ანა პოღოსიანი (ჩხოროწყუ)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები "ბ" ჯგუფში იტალიის, დანიის, ბოსნია ჰერცეგოვინის, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ფინალურ ეტაპის საგზურს ჯგუფების პირველადგილოსნებთან ერთად სამი საუკეთესო მეორეადგილოსანიც მოიპოვებს. მეორე ადგილზე გასული კიდევ ექვსი გუნდი პლეი-ოფის გზით გაარკვევს საგზურის მფლობელის ვინაობას. კონტინენტის პირველობას 2021 წლის ივლისში ინგლისი უმასპინძლებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული