Sportall.ge განვლილი მატჩების შესაფასებლად ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა.
- როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ?
- რა შემიძლია ვთქვა. ძალიან სამწუხაროა დანიასთან დიდი ანგარიშით მარცხი. ფაქტია, რომ ყველა კომპონენტში გვაჯობეს. ბევრი ახალწვეული ვიხილეთ, რაც ტრავმებით არის გამოწვეული. სამუშაო ბევრი გვაქვს. მანამდე შვეიცარიასთან და ირლანდიასთანაც გამოჩნდა, რომ ჯერჯერობით მათთან თამაში გვიჭირს, თუმცა პოზიტივიც შეგვიძლია დავინახოთ. ჩვენ მთავარია განვსაზღვროთ, რა გვინდა და საით მივდივართ.
- ვლადიმირ ვაისმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი 2020 წელს გასამართი ერთა ლიგის პლეი-ოფია და ეს მატჩები იმ შეხვედრებისთვის ერთგვარი რეპეტიციაა. ამას გულისხმობთ?
- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ისევ ერთა ლიგიდან გვაქვს, ამიტომ ეს ლოგიკურია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამოჩნდა, რომ შვეიცარიისა და ირლანდიის დონის გუნდებს საგრძნობლად ჩამოვრჩებით. აუცილებელია, რომ ყველა მოთამაშეს, ვინც კი შესაძლებელია, გუნდში მოვიწვიოთ, დავაკვირდეთ და დავრწმუნდეთ მათ შესაძლებლობებში.
- ბათუმის "დინამოს" თემასაც შევეხოთ, ვიცით, რომ "ტორპედოდან" მამუკა კობახიძე დაიმატეთ, იგეგმება კიდევ გუნდის გაძლიერება?
- დიახ, არის მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა, გაძლიერება გვსურს.
კახა ჩხეტიანი საქართველოს ნაკრებზე: მსაჯის შეცდომების გამო გაშვებული ორი გოლი ბევრია
"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]
ვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა
სოსო ფრუიძე: ის თამაში, რაც გუნდმა გიბრალტართან ჩაატარა, დანიასთან სათამაშოდ არ გამოდგება