ეროვნული ლიგა. XVIII ტური: რუსთავმა დილას 2:1 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "რუსთავმა" "დილას" 2:1 სძლია.

პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და კიტეიშვილისა და ყიფიანის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა თამაშის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მხოლოდ ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს და დამარცხდნენ.

"რუსთავი" 14 ქულით კვლავ უკანასკნელ, მეათე ადგილზეა, ხოლო "დილა" 19 ქულით მერვეზე.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - დილა 2:1
გოლები: 1:0 პაატა კიტეიშვილი (25), 2:0 ნიკოლაი ყიფიანი (41), 2:1 ლევან ნონიკაშვილი (77)

რუსთავი (4-1-4-1): გოგი კულუა, ცოტნე კაპანაძე, ზურაბ ჯაფიაშვილი, პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ)
(თემურ ჩოგაძე 72), ავთანდილ გუჯაბიძე, პაატა კიტეიშვილი, გეორგი ბუგულოვი, ზაზა ციცქიშვილი, ლუკა იმნაძე, ნიკოლაი ყიფიანი (ბექა ქავთარაძე 87)

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დილა (4-1-4-1): გიორგი ბეგაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, ზაურ კერელეიშვილი (ისიფუ ლემპტი 57), ამოს ნონდი, დიდიე კოუგბენია, ალვინ ფორტესი, ლევან ნონიკაშვილი (კ), გურამ გოშთელიანი (ნუგზარ სპანდერაშვილი 65), ფელიპე პაიმი (გიორგი კუცია 43)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული