ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "საბურთალომ" ნაკლებადსანახაობრივ მატჩში "სიონს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "საბურთალომ" "სიონი" 2:1 დაამარცხა.

"საბურთალო" უპირატესობას ფლობდა და დიასამიძისა და გორგიაშვილის გოლებით წინ გაიჭრა, თუმცა 78-ე წუთზე კირკიტაძემ ჩემპიონის კარი დალაშქრა და "სიონს" ქულის გადარჩენის შანსი გაუჩინა, მაგრამ ბოლნისელებმა მეტი ვერაფერი ვერ მოახერხეს და წააგეს.

ეგ კი არადა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ შინდაგორიძემ ბურთი ძელს გაარტყა, თორემ მასპინძლები უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ.

უნდა ითქვას, თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და სანახაობრივს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ.

მოკლედ, "საბურთალო" 38 ქულით გალიდერდა - დროებით თუ არა, ამას
15 ივნისს შევიტყობთ, როდესაც "ლოკომოტივი" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - სიონი 2:1
გოლები: 1:0 გიორგი დიასამიძე (25), 2:0 თორნიკე გორგიაშვილი (65), 2:1 დათო კირკიტაძე (78)

საბურთალო (4-3-3): დენის შელიხოვი, გაგი მარგველაშვილი (კ), ცოტნე ნადარაია (ნიკოლოზ მალი 60), გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე, გიორგი დიასამიძე (ვლადიმირ დვალიშვილი 63), თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი კოხრეიძე (თედორე გრიგალაშვილი 73), ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სიონი (4-1-2-3): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი (კ), არჩილ ტვილდიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, ვაჟა ქიქავა, თორნიკე თარხნიშვილი, დათო კირკიტაძე, ლაშა მანაგაძე (არჩილ მესხი 55), ზვიად სიხარულია (ლაშა უგრეხელიძე 71), დავით რაჟამაშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული