ეროვნული ლიგა. XVIII ტური: წუნიც ბევრი იყო, გოლებიც - "ტორპედო"-"ჩიხურა" 5:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "ტორპედომ" "ჩიხურას" არასაფეხბურთო ანგარიშით, 5:3 მოუგო.

კარგი დაცვით გამორჩეული "ჩიხურასთვის" მატჩის დასაწყისი კოშმარული გამოდგა: უკვე მეშვიდე წუთზე სამი უპასუხო გოლი გაუშვა, აქედან ორი ავტოგოლი და შეხვედრის ბედი თითქოს დებიუტშივე გადაწყდა. შემდეგ ჰამზიჩმა მასთან პირისპირ გასულ ზივზივაძეს არ დაანება კარის მეოთხედ დალაშქვრა.

მე-18 წუთზე დოლიძემ მაინც დაამწუხრა მეოთხედ საჩხერელები, მაგრამ ფრუიძის შეგირდები არ გატყდნენ და 64-ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს.

თუმცა, 85-ე წუთზე "ჩიხურამ" დაცვაში მორიგი შეცდომა დაუშვა და ტაბატაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:3.

მოკლედ, სანახაობრივი შეხვედრა კი გამოვიდა, მაგრამ ორივე გუნდის თამაშში უამრავი წუნი იყო,
მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უზარმაზარ სივრცეებს უტოვებდნენ, ვერ მეურვეობდნენ, რაც რბილად რომ ვთქვათ, ეროვნული ლიგის წარმომდგენლებს არ ეკადრებათ.

ფინანსურ კრიზისში მყოფმა "ტორპედომ" 30 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადავიდა, "ჩიხურა" კი 23 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა.

წყალტუბო. "26 მაისი"
ტორპედო - ჩიხურა 5:3
გოლები: 1:0 გიორგი ქიმაძე (2), 2:0 მიშიკო სარდალიშვილი (4, საკ. კარში), შოთა კაშია (7, საკ. კარში), 4:0 გრიგოლ დოლიძე (18), 4:1 ბიძინა მახარობლიძე (22), 4:2 ბიძინა მახარობლიძე (61), 4:3 ლაშა ჩიკვაიძე (64), 5:3 ვაჟა ტაბატაძე (85)

ტორპედო (4-1-4-1): მაქსიმე ქვილითაია (კ), ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, გრიგოლ დოლიძე (ვაჟა ტაბატაძე 67), გიორგი ქიმაძე (თენგიზ წიქარიძე 82), ბუდუ ზივზივაძე (თორნიკე კაპანაძე 64)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, დავით მაისაშვილი (თეიმურაზ მარკოზაშვილი 55), გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია (კ), ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე, გიორგი ფანცულაია (დავით იონანიძე 62), ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა რა ეკადრებათ 90 წუთი პრესინგი ? ))) აბა არ მოგცენ 4 თვე ხელფასი და როგორ სტატიას დაწერ ვნახავ მერე))) არ დაბლოკავთ იმედია
ტოტტი
20:19 15-06-2019
1
გინდ დაბლოკეთ გინდ არა,არ ეკადრებათ კი არ თავი ყველა ქართველს,რომ მესი ჰგონია,მწვრთნელები კიდევ,მინიმუმ დელ ბოსკე მიმიქარავს,ევროპის ლიგებზე ჩანს ყველაფერი,შრომა ჩვენ არ გვინდა,არიქა ინვესტორები წავიდნენო წავლენ აბა სულელები კი არ არიან,ფულის გამო ყველაფერზე მიდიან,მერე უკვირთ ინვესტორი რატომ წავიდაი,არა ახლა გაშტერებინებს თავს,გაიყიდოს უნდა ყველა გუნდი,აგერისტებს კი არ უნდა გადაეცეს მმართველობაში,გაყიდეთ,ბიჯოს.
გოჩა
21:34 15-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული