ალექსანდრე კობახიძე "დნიპროში" ბრუნდება

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე კობახიძე "დნიპრო-1"-ის ფეხბურთელი გახდება.

isport.ua-ს ინფორმაციით, კონტრაქტის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი პოლტავის "ვორსკლას" დაემშვიდობა და მისი ახალი კლუბი "დნიპრო-1" იქნება.

"დნიპრო-1" ძველი "დნიპროს" ბაზაზე შეიქმნა. როგორც მოგეხსენებათ, დნეპროპეტროვსკის გუნდი გაკოტრდა და ყველა ჩემპიონატიდან მოეხსნა.

ახალმა "დნიპრო-1"-მა დაბალი ლიგები გამარჯვებებით გამოიარა და პრემიერლიგაში დაბრუნდა. კლუბი უკვე დატოვა 5-მა ფეხბურთელმა, პირველი შენაძენი კი, როგორც ჩანს, ალექსანდრე კობახიძე იქნება.

კობახიძე "დნიპროში" 2008-დან 2016 წლამდე ირიცხებოდა. რამდენიმე სეზონი გაატარა გუნდთან ერთად, სხვადასხვა დროს კი სხვადასხვა გუნდში იყო განათხოვრებული.

წლევანდელ სეზონში ალექსანდრე პოლტავის
"ვორსკლაში" გამოდიოდა. ქართველმა შემტევმა 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგიც არ თამაშობდა ცუდად და ესენი ანგრევენ ფეხბურთს რაღაც იდიოტური მსოფლმხედველობებით.
სდფგ
16:24 17-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული