ზურიკო დავითაშვილი კარიერას, დიდი ალბათობით, რუსეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
18 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ეროვნული ლიგის ორი წრე "ლოკომოტივში" გაატარა, თბილისურ კლუბს ტოვებს და კარიერას, დიდი ალბათობით, ყაზანის "რუბინში" გააგრძელებს - ამის შესახებ ახალგაზრდა ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

"ლოკომოტივიდან" ოფიციალურად ჯერ არ წამოვსულვარ, მაგრამ 99 პროცენტით ასე იქნება. "რუბინთან" მოლაპარაკება მიდის, დეტალებზე ჯერჯერობით საუბარი არ მსურს", - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მოთამაშე ყაზანურ კლუბში გასულ ზამთარსაც ვარჯიშობდა, რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართა, თუმცა კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერშეთანხმების გამო რუსეთი დატოვა.

ამის შემდეგ დავითაშვილი გარკვეულ მოლაპარაკებებს "გენტთან" აწარმოებდა,
თუმცა ბელგიური ვარიანტი არ შედგა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფუუუუ
ddgfdf
17:50 20-06-2019
0
მთავარია ფული აიღონ ვითომ ფეხბურთელებმა,,ოკუპაცუა მეათეხარისცოვანია,
ქართველი
17:05 20-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული