საქართველოს ქალთა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საემიროები ისევ დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 64-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ გახსნა. ამ მომენტიდან ზუსტად ოთხ წუთში ჭიჭინაძემ პენალტი შეასრულა ზუსტად, დუბლი გაიფორმა და სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე სტუმრებმა დააფიქსირეს, თათია გაბუნიას კარი შაჰიდ ალზარკანმა აიღო.

თბილისი. "დავით პეტრიაშვილი არენა"
საქართველო - არაბთა გაერთიანებული საემიროები 2:1
გოლები: 1:0 ჭიჭინაძე (64), 2:0 ჭიჭინაძე (პენ) (67), 2:1 შ. ალზარკანი (78)

მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ხათუნა
მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ალეკო აფციაური

გაფრთხილება: 45+1’ ჭიჭინაძე, 52’ ჯუმა, 62’ შ. ალზარკანი, 67’ რაშიდი, 70’ ნ. ალადვანი

საქართველო: გაბუნია, ქადაქიშვილი, პასიკაშვილი, კალანდაძე, ბაქრაძე (55’ ბოლქვაძე), ჭიჭინაძე, ჭყონია, დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, დიმოპულუ, წოწერია, პოღოსიანი, სალუქვაძე, ჩხარტიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

არაბთა გაერთიანებული საემიროები: ალმანსური, ალშეჰი, ამინა, რაშიდი, შ. ალზარკანი, ბუდებსი (66’ ა. ალჰამადი), ა. ალზარკანი (90+1’ ბინფაჰადი), ნ. ალადვანი, რ. ალჰამადი, ჯუმა, ალმჰერი (90+5’ ალნუბი)

სათადარიგო შემადგენლობა: ვალიდი, ა. ალადვანი, ალჯასმი, ალბლუში, აბდელ აზიზი, ვაელი

მთავარი მწვრთნელი: ურია ჰუსეინ ტაჰერი

14 ივნისს, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალთა ეროვნული ნაკრებების პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული