ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
18 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვნენ:

თბილისის "დინამო" - "ლა ფიორიტასა" (სან) და "ენდოგარს" (ანდ) შორის გამარჯვებული

შიმკენტის "ორდაბასი" (ყაზ) - ქუთაისის "ტორპედო"

"ფოლა ეში" (ლუქს) - საჩხერის "ჩიხურა"

აქვე გეტყვით, რომ "ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძეა.

I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 18 ივლისს. მეორე ეტაპის წილისყრა კი 19 ივნისს ჩატარდება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
შანსი ყველასთან არის მთავარია გამოყენება ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ გაიხსენეთ გუშინდელი მატჩი ფიჯისთან მონდომებით და ბოლომდე ბრძოლით ყველაფერი შესაძლებელია
Lova
23:52 18-06-2019
1
ეხლა ოღონდაც ცხადაძეს ნუ დაუწყებთ გინებას, აქ ამ კაცს იმდენი დამსახურება ნაკრების და ქვეყნის წინაშე, რომ , პატივი ვცეთ , მიხედავად იმისა რო მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი იქნება
Vasili
22:49 18-06-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული