სოსო ფრუიძე: რა თქმა უნდა, თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" პირველ შეხვედრას სტუმრად ლუქსემბურგული ეშის "ფოლასთან" გამართავს.

Sportall.ge სოსო ფრუიძეს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ კენჭისყრის შედეგს, რამდენად კმაყოფილი ხართ და მოწინააღმდეგეზე რას ფიქრობთ?
- რა მდგომარეობაშია ეს გუნდი ამ წუთში, არ ვიცი. ჩვენზე მეტი კოეფიციენტი რომ აქვს, ფაქტია. განთესილი იყო. მე არ მინდა, რაიმე წინასწარი დასკვნები გავაკეთო, რადგან ამ წუთში ამაზე კი არა, ჩემპიონატის თამაშებსა და ტრავმირებულ მოთამაშეებზე ვფიქრობ. ამის შემდეგ ნელ-ნელა,
თანმიმდევრობით გავეცნობი მეტოქეს.

- მეტოქეს რომ თავი დავანებოთ, "ჩიხურა" რამდენად არის დღეის მდგომარეობით, ევროტურნირებზე სათამაშოდ მზად?
- მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე მყავს და ვისაც ვათამაშებ რეგულარულად, ამ მომენტისთვის მკურნალობს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ისინი.

რა თქმა უნდა, თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ წინასწარ რაიმეს თქმა ზედმეტია.

- გეგმავთ ევროტურნირებამდე გაძლიერებას, იგეგმება ახალი ფეხბურთელების დამატება?
- ფული რომ გადავიხადოთ, ამის საშუალება არ გვაქვს. შეიძლება სხვა ქართულ კლუბებს დავესესხოთ ფეხბურთელები. ვნახოთ, რა იქნება.

საჩხერის "ჩიხურა" პირველ შეხვედრას სტუმრად, 11 ივლისს გამართავს, საპასუხოს კი 18 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

altქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

altთბილისის "საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

altქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მინდოდა "სელტიკს" შევხვედროდით

altკახაბერ ჩხეტიანი: "ორდაბასი" კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
კალაძემ ალბათ არ იცის საქართველოში ფეხბურთი რა დღეშია,თორე რაღაცას იზამდა:):)ბიძინას მაინც მიაწვდენდა ხმას მშობლიურ გუნდს დახმარება სჭირდებაო:):)
ლაშა
14:35 19-06-2019
0
ლუქსემბურგის სან მარინოს და ანდრის გუნდებს მაინც უნდა ვათრევდეთ, სულ რომ უფულოდ ვთამაშობდეთ, მაგრამ რა გახდა ივანისვილისთვის ეს მისი მშობლიური საჩხერის ჩიხურა რო ცოტა მოაფერიანოს! ხალხიც გაიხარებს და ქვეყანას პრესტიჟიც მოემატება! გადაეცით თუ ვინმეს მიგიწვდებათ ბიძინას ხმა!
ვაჟა
10:16 19-06-2019
0

სიახლეები პოპულარული