"შერიფის" მწვრთნელმა "საბურთალოს" შესახებ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ "საბურთალოს" მეტოქის, ტირასპოლის "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა კენჭისყრის შედეგები შეაფასა.

მან მოლდოვური კლუბის ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"ჯერ არ ვიცით, რა გუნდია ჩვენი მეტოქე. თუ ისინი საქართველოს ჩემპიონები არიან, ესე იგი, ეს ტიტული დაიმსახურეს. მოწინააღმდეგეს პატივისცემით მივუდგებით. ჩვენი მთავარი მიზანი მომავალი მატჩებისთვის კარგად მომზადებაა", - განაცხადა ზორან ზეკიჩმა.

კლუბებს შორის პირველი მატჩი ტირასპოლში 9 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი - თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16 ივლისს.

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მინდოდა "სელტიკს" შევხვედროდით

 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული