"ერთ დროს დაჩოქილი გვეხვეწებოდნენ თურქებისგან დაცვას" - რა რეაქცია მოჰყვა ქართული კლუბების ანტიოკუპაციურ მაისურებს რუსეთში

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

რუსულ სპორტულ პორტალზე championat.com გამოქვეყნდა ახალი ამბავი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე გუნდი მოედანზე ანტირუსული მაისურებით გამოვიდა.

სტატიას, ძირითადად ერთგვარი კომენტარები მოჰყვა. ქვევით რამდენიმე მათგანს მოვიტანთ:



Sportall.Ge



"ქართველებმა სულ დაივიწყეს ისტორია. თავის დროზე დაჩოქილები გვევედრებოდნენ თურქებისგან დაცვას. მადლობას ვინ ამბობს, უბრალოდ აქით ნუღა გვიტევთ."

ზემო კომენტარის პასუხად: "ეს ერთხელ არ მომხ
დარა, ქართველ მეგობრებს ისტორიის სწავლა მართებთ. ალბათ, კიდევ ბევრჯერ გვთხოვენ დახმარებას."

მეორე პასუხი: "დაგვენებებინა უნდა თურქებისთვის ქართველების ნაწილებად ქცევა. 5 წლის შემდეგ გავყრიდით იქიდან თურქებს, ჩავასახლებდით რუსებს და არანაირი პრობლემა აღარ იქნებოდა"

Sportall.Ge

"ღმერთო, ასეთი განცდა მაქვს, რომ თანამედროვე საქარველოში მხოლოდ 2 რამ გამოსდით: ხინკლის გაკეთება და რუსეთის გინება ყველა სიტუაციაში."

პასუხად: "ქართველები, უკრაინელები, ბალტიისპირებელი, ყველა ერთნაირია, ხელმოცარულები."

Sportall.Ge


"მე ყველაზე მეტად ის მიჩუყებს გულს, რომ საქართველოში მიმდინარე ყველა აქციაზე ამერიკის დროშები ფრიალებს."

პასუხად: "თბილისის ცენტრში აშშ-სა და ნატოს დროშები ჰკიდია, ოკუპანტი, კი , რა თქმა უნდა რუსეთია, რამეთუ ისინი მათგან ღვინოსა,  უძრავ ქონებას ყიდულობენ და დასასვენებლად ჩადიან"

Sportall.Ge

ასევე, იყო "სპორტთან დაკავშირებული" კომენტარებიც. მაგალითად:

"ასეთ საქციელის გამო უეფამ სერიოზულად უნდა დასაჯოს ისინი"



Sportall.Ge

"აი, უკვე წავიდა დაჭირხვნა. რამზანის არ იყოს, მათ საერთოდ დაავიწყდათ, რომ "გროზნოდან თბილისამდე 200 კილომეტრია."




Sportall.Ge

"მოაგროვო უნდა ყველა(საუბარია, რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველებზე) ერთად და მეგობრულად გააუშა ისტორიულ სამშობლოში, მაგრამ არა, ჩვენ კეთილები ვართ და მათ სპეციალურ ფასდაკლებებს შევთავაზებთ ასეთი ქცევითვის. მსგავსი მოპყრობის შემდეგ გვასხდებიან თავზე".



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 34 /
და დაგვიცვეს რომ? ან სპარსელებისგან? ტოტლებენი დაგუგლონ. კი ბატონო ვეხვეწებოდით და გვჯეროდა. მაგის გაგრძელებას არარ ასწავლიან?
daviti
23 ივნისი 2019 22:13
7
დაგვიცვეს თავიანთი ჭკუით . კი არ დაგვიცვეს თურქებთან ომში არ დაგვეხმარნენ ელოდებოდნენ დაუძლურებულები ნებით როგორ ჩავბარდებოდით და ასეც მოხდა . მერე კი დაგვიპყრეს და ყოველ ოც წლეულში ტერიტორიები წაგვართვეს ეს დაცვააა?????
ეგრე იყვნენ დაცულები თვითონაც .
თამარი
24 ივნისი 2019 18:02
0
ღრუსეთის ტროლ აბურჯგას:მანამ,სანამ ვინმეს დაუწუნებ ისტორიის ცოდნას,გიჯობს თავად გადაფურცლო ისტორიული წყაროები!დარწმუნებული ვარ მშვენივრად იცი ყველა ის ბარბაროსობა რაც შენმა დედა ღრუსეთმა ჩაიდინა საქართველოს წინაშე!კიდევ ერთხელ გპირდები(თ) რომ შორს არ არის ლუსტრაციის კანონის მიღება და უმკაცრესად და სამაგალითოდ დაისჯებით თქვე სულგაყიდულო მანქურთებო!
Alex.F.
24 ივნისი 2019 14:05
1
საქართველოსა და რუსეთს შორის გეორგსკის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს არაფერი თქმულა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის საქმიანობის გაუქმების შესახებ.
გიოშა
25 ივნისი 2019 06:57
0
ხო მაგრად დაგვეხმარნენ თურქებთან, თავისთვის გამოიყენეს ქვეყნის უსუსურობა და ყირიმში გაუცვალეს ტაო კლარჯეთი.
David
26 ივნისი 2019 17:31
0
მდინარე კალკა, მდინარე კალკა არ დაავიწყდეთ.
ddgfdf
23 ივნისი 2019 21:27
3
ხალხო,სანამ ისტორიაში ქექვას არ შეეშვებით არაფერი გვეშველება.წინ უნდა გავიხედოთ და დავივიწყოთ წარსული და ისტორიული თავის ქება.
ქომაგი
24 ივნისი 2019 10:10
13
ადმინ,ჩემმა პოსტმა რაღა დაგიშავათ?სისულელეები ნამდვილად არ დამიწერია.
სოსო
24 ივნისი 2019 16:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული