"ლოკომოტივის" მწვრთნელი: კვირკველია პრემიერლიგაში სათამაშოდ მზად არ არის

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დმიტრი ლოსკოვმა "რკინიგზელთა" ქართველი მცველის, საბა კვირკველიას ინგლისის პრემიერლიგაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"კვირკველია პრემიერლიგაში? მზად არ არის. საბამ საკუთარი თავისგან მეტი უნდა მოითხოვოს, ვარჯიშებს განსხვავებულად უნდა მიუდგეს, ის ცოტათი ზარმაცია.

ფეხბურთს უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ - მან პატიება არ იცის. აქ, რუსეთის პრემიერლიგაში ასეთი თამაშის უფლება აქვს, მისი სისწრაფიდან გამომდინარე, პოზიციური შეცდომის გამოსწორების საშუალება ეძლევა ხოლმე", - განაცხადა ლოსკოვმა.

რუსეთის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში საბა კვირკველიამ "ლოკომოტივის" რიგებში 30-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და
1 გოლი გაიტანა.

ქართველ ფეხბურთელს უკვე რამდენიმე სეზონია ინგლისის პრემიერლიგის სხვადასხვა კლუბს უკავშირებენ.

altსაბა კვირკველია: თუ კარგი შემოთავაზება მექნება ევროპიდან, რატომაც არა?

altsportmk.ru: თუ საბა კვირკველია ინგლისში წავიდა, მისი შემცვლელის მოძებნა გაჭირდება

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზუსტად იგუვე ვთქვი მეც ქვედა სტატიაში
საბაზე. არ წავა არსადთქო. ჯერ ერთი ფულის გამო არ წავა და რაც მთავარია ვერ გაქაჩავს ინგლისის დონეს. შეხდომებს უშვებს მაღალ
დონეზე და რამდენიმე შეცდომის შემდეგ დასვავენ სკამზე. ნაკრებისთვის ჯობია სადაც პრაქტიკა აქვს იქ იყოს.

ლოსკოვმაც იგივე თქვა და რას ერჩით. ტიტოვი ხომ არ არის. სპარტაკის ტიტოვი გამოირჩეოდა ანტიქართული ნაცოზმით. ამან უბრალოდ სიმართლე თქვა.
მართალია - მეც იგივეს ვფიქრობ
25 ივნისი 2019 02:50
2
გაფიცებ საიდან მოიტანე ტიტოვის ანტი ქართული გამონათქვამები ???
პირადად ვიცნობ ეგორს უამრავი ქართველი მეგობარი ყავს , სუფრასთან რამდენჯერაც ვმჯდარვართ სულ არველაძის და ასათიანის ნიჭის ქებაში იყო .
კაცს არ იცნობ და იგონებ რაღაცეებს !
sandro
25 ივნისი 2019 17:55
4
ლოსკოვისგან მეტს არც მოველოდი, აი კვირკველიასგან კი მეტს მოველი ვიდრე რუსეთში თამაშს)) წარატებები საბა.
Geo_Dinamo
24 ივნისი 2019 14:15
8
არ გვინდა რუსი ფეხბურთელები
odnoklassniki
24 ივნისი 2019 11:36
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული