ეროვნული ლიგის მატჩების წინ ქართული გუნდების მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გასვლას რუსულ მედიაში ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, თითქოს მათ კი არა, ჩვენ წავართვით ტერიტორიები. გაბრაზდნენ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ხმის ამოღება გაბედეს, რასაც აქამდე მიჩვეულნი არ იყვნენ. რუსულ სპორტულ მედიაში ანტიქართული კამპანია დაიწყო, თან ერთდროულად და ეს პროცესი აშკარად მართულია.

გოსდუმის დეპუტატები და საფეხბურთო მოღვაწეეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართული მხარის გაკიცხვაში და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩვენი დასჯისაკენ მოუწოდებდნენ, რამაც შედეგი არ გამოიღო.

ამ საერთო ანტიქართულ კამპანიაში ძალიან ნეიტრალური პოზიცია დაიკავა "სოვეტსკი სპორტის" რედაქტორმა ნიკოლაი იარემენკომ. მართალია, მას პროქართული პოზიცია არ დაუკავებია, მაგრამ რუსეთში არსებულ ვითარებაში (ნუ დაგვავიწყდება, რა რეჟიმის სახელმწიფოა) ასეთი მრავალტირაჟიანი გამოცემის ხელმძღვანელისგან მსგავსი რეაქცია, მართალი გითხრათ, ცოტა არ იყოს და, გასაკვირია. თუ სტრიქონებს შორის ქვეტექსტებს ყურადღებით ჩაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ფაქტობრივად, მხარი დაგვიჭირა და ღიად და პირდაპირ სოლიდარობას ნამდვილად ვერ გამოგვიცხადებდა.

"რატომ არ უნდა მოვახდინოთ რეაგირება ქართველი ფეხბურთელების აქციაზე

ვიჯექი დღეს რედაქციაში და ვამზადებდი მასალებს რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სხვადასხვა ვარიანტზე - ყველა მათგანი ითვალისწინებს ამა თუ იმ ფორმით მატჩების რაოდენობის გაზრდას და სსრკ-ის ერთ-ერთი უკანასკნელი პირველობა გამახსენდა, როდესაც ტურნირიდან ერთდროულად 3 გუნდი გავიდა და 13 დარჩა. ეს 1990 წელს მოხდა. ტურნირი საკუთარი ნებით ვილნიუსის "ჟალგირისმა", თბილისის "დინამომ" და ლანჩხუთის "გურიამ" დატოვეს. ქუთაისის "ტორპედო" კი, რომელიც სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ, პირველი ლიგიდან გავიდა.

ქვეყნების პოზიცია, რომლებსაც არ სურდათ საერთო კომუნალურ საცხოვრებელში ეცხოვრათ, როგორც გულშემატკივარს, შემიძლია გავიგო - მხოლოდ დანანებით მოვახდენ ფაქტის კონსტანტირებას: დამოუკიდებელმა ცხოვრებამ არც ლიტვურ და არც ქართულ ფეხბურთს კარგი არაფერი არ მოუტანა. საერთაშორისო ასპარეზზე ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ და ნაკრებებსაც თავი არაფრით არ წარმოუჩენიათ. რუსეთის გარდა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მხოლოდ უკრაინა და ლატვია გავიდნენ. ლატვიამ ეს 15 წლის წინ მოახერხა და მას შემდეგ დეგრადირებს.

არადა, რა ვარსკვლავები ჰყავდათ ქართველებს 80-იან წლებში! რა სიხარული მოგვანიჭა თასების თასის აღებით თბილისის "დინამომ" 1981 წელს! როგორ ხარობდა მთელი ქვეყანა, როდესაც საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე გადამწყვეტი გოლი გაიტანეს!

როგორ ალალად განიცდიდა ბევრი, როცა დავით ყიფიანი 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალი ნაკრების შემადგენლობიდან საბოლოოდ ჩახსნეს! ამასთან, რამდენი ქართველი თამაშობდა მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებში! ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, თადარიგში მეკარე ოთარ გაბელია იყო.

სამწუხაროდ, სპორტი ხშირად ხდება პოლიტიკის მძევალი. ამას რუსეთის ნაკრებების სხვადასხვა სახეობის დიდ ტურნირებზე დაშვება-არდაშვებით ხშირად ვხედავთ. ხშირად არასასიამოვნო ისტორიები ჩვენი მიზეზით ხდება, მაგრამ რიგ შემთხვევებში ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღება ამ კოქტეილში პოლიტიკით და არა დოპინგ-შემადგენლით.

ქართველი ფეხბურთელები მორიგ მატჩებში ლოზუნგებიანი მაისურებით გავიდნენ, რომლებიც მედიასაშუალებებმა უკვე ანტირუსულად მონათლეს.

ლაპარაკია რამდენიმე კლუბზე, რომლებმაც რუსეთის მიმართ ასეთი ფორმით თბილისში მომხდარ მოვლენებზე პროტესტი გამოხატეს.

ერთადერთი, რაც შემიძლია ყველას ამ სიტუაციაში მოვუწოდო - შევინარჩუნოთ გონიერება. არაა საჭირო მყისიერად მკვეთრ კონტრშეტევაზე გადასვლა: აჰ, ისინი აი, ასეთები არიან! პატრიოტიზმი - ეს კიდევ საკუთარ სამშობლოსთან ერთად შეცდომის დაშვების უფლებაა, ასე არ არის? ისინი ასე ხედავენ, გამოხატავენ თავიანთ აზრს, მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ.

გონივრული იქნება, თუ ამ ვითარებას სპორტული ხელისუფლების მხრიდან განცხადებებისა და კომენტარების გარეშე დავტოვებთ. უკვე რამდენიმე წელია კენჭისყრისას უკრაინას გვაცილებენ და არავინ იცის, ეს კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება. გვინდა მათი რიცხვი გაიზარდოს, ვისთანაც სპორტულ მოედნებზე მსგავსი შეზღუდვები გვექნება?

აქ პრინციპულად არ გვინდა განვიხილოთ პოლიტიკური თემები და ამას არ გავაკეთებთ. ვნებები ადრე თუ გვიან დაცხრება, სპორტი კი, როგორიც ჩვენ გვიყვარს - ქულებით, მედლებით და გოლებით - დარჩება".

ლორ
სულაქველიძე არ იყო 82-ს სსრკ/ს ნაკრებში, არც გაბელია არ იყო სამწუხაროდ
გოჩა
დააკვირდით გვარს,იარომენკო უკრაინული გვარია,როგორც შეეძლო დაწერა ცოტა ნორმალურად იქ უკრაინასაც ხაზი გაუსვა,რას ვერჩით აბა რუსეთში რას დაწერდა.
joi zaza
ჩივაძე, შენგელია, დარასელია, გაბელია! თენგიზ სულაქველიძე გამორჩა!

ამ რამდენიმე ათეულ ყრუ პუტინელოში იმედია თითო-ოროლა გამოერევა კეთლგონიერი. არიან ისეთებიც, ვინც პირდაპირ აცხადებენ, რომ მათმა სახელმწიფომ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.
roma
ვააააააააააააა ეს სტატია ნამდვილად რუსი ვანიას დაწერილია?
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს