25 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში "ლოკომოტივმა" "საბურთალო" 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი შესვენების შემდეგ ლამაზი კომბინაციის შედეგად მასპინძელთა თავდამსხმელმა სიხარულიძემ გაიტანა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეცხრე და ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა გოლი.
"ლოკო", რომელიც ამ სეზონში ლიდერებთან კარგად თამაშობს, 8 მატჩია დაუმარცხებელია.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - საბურთალო 1:0
გოლი: ირაკლი სიხარულიძე (56)
ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, თორნიკე ძებნიაური, გიორგი გოროზია (ლაშა გვალია 68) , დავით ჯიქია (გიორგი იაკობიძე 90+4), ირაკლი სიხარულიძე (შოთა შეყილაძე 90+1)
მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხელიანი (გრიგოლ ჩაბრაძე 63), გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა (ელვინ ტერა 61), ვაგნერ გონსალვესი, ლაშა შინდაგორიძე (გიორგი გაბედავა 60), გიორგი დიასამიძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი