ეროვნული ლიგა. XX ტური: გაუტეხელი სული - უმძიმეს ვითარებაში მყოფმა "ტორპედომ" ბათუმში ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ბათუმის "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი 2:2 დასრულდა.

ურთულეს ფინანსურ ვითარებაში მყოფმა "ტორპედომ", რომელსაც წამყვანი ფეხბურთელები ტოვებენ, ანგისაზე, სადაც თამაში ყველას უჭირს, ადგილობრივ "დინამოს" ფრე გაუგორა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თავიდანვე ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, სტუმრები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და ანგარიში ქავთარაძემ შორიდან ძლიერი დარტყმით გახსნა. თუმცა, ქუთაისელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა: კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ბრძოლისას ბათუმელი ფეხბურთელის მიერ თავით დარტყმული ბურთი ხელზე ერთ-ერთ ქუთაისელს მოხვდა და პენალტი ფლამარიონიმ გამოიყენა, შემდეგ კი ნავალოვსკის წამოწყებული ლამაზი იერიში რამოსმა დააგვირგვინა.

"ტორპედოს" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდა და გეგეჭკორმა შორიდან დალაშქრა ალავიძის კარი. მერე კაპანაძემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ბოლოს "დინამო" შტურმზე გადავიდა - შეცვლაზე შესულ ზღვისპირელთა ახალწვეულ თავდამსხმელს, დვალიშვილს 90-ე წუთზე შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ მის თავურს ქვილითაია დაეუფლა და შეხვედრა ყაიმით დასრულდა.

მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა ქუთაისელთა ნახევარმცველმა გიგაურმა, რომელიც "გაბალაში" გააგრძელებს კარიერას.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ტორპედო 2:2
გოლები: 0:1 ნოდარ ქავთარაძე (9), 1:1 ჯოვინო ფლამარიონი (21, პენ), 2:1 გაბრიელ რამოსი (30), 2:2 ლევან გეგეჭკორი (65)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი, გიული მანჯგალაძე (ვალერიან თევდორაძე 69), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე, ჯოვინო ფლამარიონი (ვლადიმერ დვალიშვილი 74)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ტორპედო (4-4-2): მაქსიმე ქვილითაია, ვაჟა ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე (ვახტანგ ბოჭორიშვილი 90+2), ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ლევან გეგეჭკორი, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე (თამაზ შარვაშიძე 64), გიორგი ქიმაძე, თორნიკე კაპანაძე (გივი მუკბანიანი 85)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
სათაური სწორად შეარჩიეთ ვინ ვისთან მიაღწია ფრეს ხომ არ გავიწყდებათ რამდენი ხანია უკვე ბათუმს უგებს ტორპედო
75
29 ივნისი 2019 19:13
0
ბატონო კომენტატორო, ქუთაისელმა ნოდარმა კი არ გაისროლა დაარტყა.
ნიკა
26 ივნისი 2019 11:15
1
კაი თამაში იყო საყურებლად და ძალიან ბევრი დაკარგა იმან ვინც თამაშზე არ მივიდა, ბათუმელი ვარ და ალბათ ხვდებით ვისაც ვგულშემატკივრობ, გუშინ დასანანი ქულები დავკარგეთ მაგრამ ვიხილეთ ლამაზი თამაში, რომელიც ნამდვილად ძალიან ცოტაა საქართველოს ჩემპიონატში და ყველა ლამაზი თამაში რაც იყო წელს უმეტეს შემთხვევაში ბათუმის მონაწილეობით ტარდებოდა, ძალიან გული მწყდება რომ ასეთი კარგი გუნდი იშლება, ეს ხომ საქართველოს ჩემპიონატს დააზარალებს და თვით ბათუმის დინამოსაც, მხოლოდ ბათუმელ გულშემატკივარს 4 ლამაზი თამაში დაგვაკლდება და რამოდენიმე კიდე მთელ საქართველოს ჩემპიონატს. ქუთაისელ გულშემატკივარს მინდა მადლობა ვუთხრა იმისთვის რომ ასე გულანთებული გულშემატკივრობენ საკუთარ გუნდს. ბათუმელი გულშემატკივრების სახელით გეტყვით რომ თქვენს გვერდით ვართ, გგულშემატკივრობთ ევროპაზე და საქართველოში გგულშემატკივრობთ რომ კვლავ დარჩენილიყავით მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდად. ჩაჩავას მინდა მივმართო, არ დაშალო გუნდი თუ ამის 1% შანსი გაქვს, შანსი თუ არის ესეიგი შესაძლებელია.
roma
26 ივნისი 2019 11:12
0
მადლობა გულშემატკივრობისათვის უცნობო მეგობარო,(რომა) მაგრამ სამწუხაროდ გუნდი უკვე დაშლილია!!! ბათუმში ფაქტობრივად მესამე შემადგენლობამ ითამაშა!!!
გიორგი
26 ივნისი 2019 11:51
0
gautexeli kutaisuri suli da guli,,torpedo romelic samkvani pegburtelebis gareche chavida batumchi, gunds aklda 7 pegburteli, chxetianma itamacha 17 18 clis bichebit, magram ra itamacha, torpedo ibrzoda moednis koveli metristvis, gaormagebuli, gaatmagebuli mondomebit, me aseti gulantebuli, mebtzoli da zaan mondomebuli torpedo didi xania ar minaxavs, bravo chxetians, da bravo mtel gund, romlebmac guchin girseulad daicves torpedos da kutaisis xirseba, torpedosi romelic umzimes mdgomareobachia da mainc ganagrzobs brzolas, kutaisistvis, gulchematkivristvis, madloba bichebo , madloba gigaurs romelmac bolo tamachi chaatara torpedos maisurit, tkven gmirebi xart chemtvis da albat mteli kutaisistvis.
KUTAISELI
26 ივნისი 2019 09:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული