რუსეთის გოსდუმის თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ლებედევმა კიდევ ერთხელ დაგმო ქართული გუნდების ანტისაოკუპაციო აქცია. ის აშკარად გაღიზიანებულია, რომ უეფამ ქართული კლუბები არ დასაჯა.

"ქართული გუნდების აქცია უეფასა და ფიფას ყველა შესაძლო წესის დარღვევაა, რომელიც კრძალავს პოლიტიკის ნებისმიერ რეკლამას ან პოლიტიკის ხსენებას ოფიციალური მატჩებისას. უეფამ უკვე გვიპასუხა, რომ ეს ღონისძიება საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ტარდება. ამდენად, ამასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხომ უეფას წევრია. შესანიშნავად გვესმის, რომ სფფ არ დასჯის ამ ფეხბურთელებს. სადღაც გულის სიღრმეში, ალბათ, მხარსაც უჭერენ.

როდესაც დმიტრი ტარასოვმა "ფენერბახჩესთან" მატჩის შემდეგ პუტინის გამოსახულებიანი მაისურა გამოფინა, მთელი მსოფლიო გადაირია. ამ დანაშაულისთვის კინაღამ ტარასოვის ჩამოხრჩობა მოითხოვეს. ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, რეაგირება მოახდინონ. ჩვენთან რომ რომელიმე კლუბი ანტიქართული ან ანტიუკრაინული ლოზუნგებით გამოვიდეს, მთელი ევროპა, დეპუტატები და ჟურნალისტები ილაპარაკებდნენ, რომ დასასჯელნი არა მარტო ფეხბურთელები, არამედ მთელი ქვეყანაა. სპორტი პოლიტიკის გარეშე - ეს სპორტის ლოზუნგია.

თუ დღეს მთელი საზოგადოება დაინახავს, რომ ქართველი ფეხბურთელები არანაირად არ დაისაჯნენ, ხვალ ასევე უკრაინელი ფეხბურთელები მოიქცევიან, ზეგ კი ბოსნიელები კოსოვოელების წინააღმდეგ. ფეხბურთი შეიძლება პოლიტიკურ სარბიელად გადაიქცეს. უეფა ვალდებული იყო, სფფ-სთვის ეთქვა, რომ ფეხბურთელები არასწორად მოიქცნენ და დასასჯელნი არიან.

შეუძლიათ თუ არა რუსეთში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელების საქართველოს ნაკრებში გამოძახება შეწყვიტონ? რუსოფობიული განწყობილებები სიგიჟის პიკზე მათ ყველაფერს მოამოქმედებინებს. ჩვენ გვახსოვს, როგორ "დაესხნენ თავს ზურგიდან" რაკიცკის, როდესაც "ზენიტში" გადმოვიდა. იგივე ახლა საქართველოში იწყება. სავსებით შესაძლებელია, ანტირუსული განწყობილებების ტალღაზე სფფ-მ თქვას, რომ მეტად აღარ უნდათ ნაკრებში კვირკველია და ანანიძე იხილონ. ზოგიერთი ჩინოვნიკის უტვინობა მსოფლიოში სიტუაციას არ აუმჯობესებს. დაზარალდებიან გულშემატკივრები და სპორტსმენები, რომლებსაც ეს მაისურები არ ჩაუცვამთ", - განუცხადა ლებედევმა championat.com-ს.

alexandre fachuashvili
გუშინ მალახოვის გადაცემას უყურებდნენ სახლში. ვიღაც ბალერინა 1 წელია დაკარგულია. 4 საყვარელი ყოლია ერთდროულად. ერთერთს მურთაზი ერქვა, გვარად ხიზრიევი თუ ხაზაევი (რაღაც ესეთი). მერე ვიღაც იურისტი კომენტარში ამბობს: ეს ქართველი, ციხეში იჯდა თაღლითობისთვისო... ვის გაუგია ესეთი გვარით ქართველი?! მთავარია მან თქვა და ქართველია თუ არა რა მნიშვნელობა აქვს? და თურმე ჩვენთანაა რუსოფობია უმიზეზოდ და იქ მხოლოდ ქართველების სიყვარულს ქაგაგებენ. დავიჯერო, ბოლოს და ბოლოს - უფალი ამ ანტიქრისტეებს არ დასჯის?
odala
გნაცების გამოყვანილ უცხო ჯიშის გრუზინს სიმართლე არ აინტერესებს, უყურებს ცრუსთავი2-ს, არის უზრდელი და ძალად პატრიოტი. რას დაგამსგავსეს, განათლება წაგართვეს, დაგტოვეს უვიცი და ხეპრე. ეგ არის თქვენი დღევანდელი სახე. წაით ბიძიკო, 2 წიგნი წაიკითხეთ.
გოგა
ტვინგამორეცხილი არარაობა თავად ბრძანდებით იდიოტო
saba
ოდალა გატყობ ერთ ადგილას კარგად გიღიტინებს რუსული რაღაცა :)
Kodala
ბატონო ოდალა, გეტყობათ, რომ არ ბრძანდებით "ტვინგამორეცხილი გრუზინი" და "ვითომ პატრიოტი", ამიტომ იქნებ რას ნიშნავს ნამდვილი პატრიოტიზმი და როგორ უნდა მოვიქცეთ ქართველები შექმნილ ვითარებაში? ან რა ქვია დღეს ჩვენთვის იმ ტერიტორიებს, რომლების ოკუპაციასაც დღეს ვაპროტესტებთ? და იმაზეც მოგვახსენეთ თქვენი ფასდაუდებელი აზრი, რა უნდა გააპროტესტონ რუსებმა ქართველების საწინააღმდეგოდ? ხო, და ბოლოს, გვითხარით ერთი, ღვთის გულისათვის, ბევრი ხართ ასეთი მოაზროვნეები?
Hmm
ბატონო, Odala, ადრეც მახსოვს თქვენი კომენტარი და, როგორც ჩანს, ძალიან გიყვართ რუსეთი. თუ ქართველი ხართ (ან თუნდაც საქართველოს მოქალაქე), ძალიან სამწუხაროა თქვენი ასეთი პოზიცია. თანაც, თურმე სიმართლე ყოფილა რუსების მხარეს და ეს ქართველობაზე მეტია. არ გრცხვენიათ? რა სიმართლე, ჩვენი მიწები დაიკავეს და ყოველდღიურად წევენ ჩვენსკენ საზღვარს, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, სცემენ და ა.შ. ამის შემდეგ, რომელი სიმართლეა მათ მხარეს?! რომ პოლიტიკა სპორტში არ უნდა გავრიოთ? და თუ პოლიტიკა ერევა სპორტსმენების და თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში, მაინც?!
Status quo
თანდათან სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ყველა რუსი დერჟიმორდა და შოვინისტი იმპერიალისტია, თანამდებობის და განათლების მიუხედავად და ამას ვერც კი გრძნობენ.
Odala
სიმართლე ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის ქართველობაზე.
თენგაბი
რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა. ათასობით მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობა სასტიკად აწამეს და დახოცეს, ათასნაირი შეურაცყოფა და გაუპატიურება არ დაგვაკლეს, და ეს კიდევ პოლიტიკაო. ნორმალურ ადამიანურ ენაზე ამას, პოლიტიკა კი არა, გენოციდი და ოკუპაცია ჰქვია. ქართველ ხალხს რიგით რუს მოქალაქეებთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და არ მოქცევა გვეშლება მათთან, აი პუტინის და რუსეთის მთავრობის რა გითხრათ ...
soxumeli veterani
ფენერბახჩესთან მატჩი საერთაშორისო მატჩი იყო და არა შიდა ჩემპიონატი, ეგ ერთი და მეორე ის, რომ რუსეთის ჩემპინატში მონაწილე ფეხბურთელებმა თავის მაისურებზე რა პროტესტი უნდა გამოხატონ წარწერით? რომ რუსეთის ფეხბურთელები აპროტესტებენ ქართველი ფეხბურთელების პროტესტს, რუსეთის მიერ მათი ქვეყნის ოკუპაციისა?!
London. Great Georgia!
ჯერ ადამიანი უნდა იყო შენი ქვეყნის პატრიოტი,მერე დანარჩენი ყველაფერი ,გინდა ნიჭიერი ხარ რაღაც საქმეში, გინდაც უნიჭო, ჯერ უნდა ვიქართველოთ მერე ყველაფერი დანარჩენი, ფულით დაწყებული რომელსაც სუნი არ უდისო უვარგისები რომ გაიძახიან, კარიერით დამთავრებული სხვა თუ შენს ქვეყანაში, ბევრმა შუბლძარღვგაწყვეტილმა ვითომ ქართველებმა რომ გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნებში ,სხვათა პოლიტიკის გატარებით და ქართული ინტერესების გმობით ,მათ ფეხვეშ გაწოლით და თანამემამულეთა გადათელვით . სულელის მეტი ვინ იტყვის რომ ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკა გაყოფადიაო ამავე ქვეყნის კულტურისგან თუ სპორტისაგან თუ ...და არ ნიშნავს ქართველობას მხოლოდ ქართული გვარის ტარება. ვიყოთ თავის უფალნი და ამაყად მავალნი ცხოვრების გზაზე ,ვიქართველოთ ყოველწამს განა ქართველებია? რუსულ ტელევიზიაზე ამჟამად , დღე და ღამე მოქაქანე იგორ გეორგაძეები ხაბურძანიები ბურჯანაძეები.... ან საქართველო გათავდაო -მთქმელი სტურუები..... Aმგვარი მთქმელნი და და სხვათა ინტერესებისთვის ტელე შოუეებში მონაწილენი აჩოქებენ თავთავიანთ ქვეყნებს სხვათა წინაშე ესეთებია ფარული შეუგნებელი კარიერისტი მტრები თავისი ქვეყნისა და არიან პირდაპირი მტრებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა ,ორჯონიკიძეები მახარაძეები ივანიშვილნი.....
odala
ტვინგამორეცხილ გრუზინებს რა ჭკუა უნდა მოჰკითხო, თორემ აბსოლუტურად მართალია რასაც ამბობს. ჩვენი ძალად პატრიოტები ლოგიკასთან მწყრალად არიან.
ბართა
ავადაა და ბოდავს? და თქვენ ამბობთ, რომ ამათი კულტურა ჩვენთვის ახლობელია? ვერ წარმომიდგენია, რომ ნორმალური ადამიანის ნათქვამი იყოს ეს.
Geo_Dinamo
რა უტვინოობას იძახიან გაგეცინება)) როგორ წარმოუდგენია რუს ფეხბურთელების მხრიდან ჩვენ საწინააღმდეგოთ პროტესტი გამოხატონ. რომ დაიწერონ "ჩვენ არ წაგვირთვია 20% საქართველოს მიწაო"? DDDD "
Levan1
მგონი ეს რუსი ჩინივნიკები ლოგიკისგან შორს არიან , საქართველოს საწინააღმდეგო მაისური რუსეთმა რა ლოგიკით უნდა ჩაიცვას , ჩვემ მოვახდინეთ რუსეთის 20%ის ოკუპაცია? ეხლა ვითომ აწვეთებენ ეს პრ..ბი რო აქ კვირკველიას და ჯანოს პრობლემები შეექმნათ სამომავლოდ

იგორ,წადი შენი პროვოკატორი! საბაც და ჯანოც ორივე ქართველები არიან და კიდევ ბევრჯერ ასახელებენ საქართველოს მტრის ჯინაზე.

რუსეთი არის გველების ბუდე. არ მწამს არც მათი ქრისტიანობის, არც მათი სპორტსმენების, არც მათი კულტურის. მიმდევრები შეგიძლიათ გაყვეთ მათ გზას. ბინძური პოლიტიკით არის გაჟღენთილი ყველა სფერო. სიბოროტეს არაფერი აქვს საერთო სპორტთან
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი: აბრამოვიჩს მოპარული ფულით შეძენილი "ჩელსი" შეიძლება ჩამოართვან
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსულ სპორტულ მედიაში მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია დაიწყო - გოსდუმის დეპუტატი ქართული კლუბების დასჯას მოითხოვს
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
გოსდუმის დეპუტატი: მოსკოვის "დინამოსთან" მატჩზე უსაფრთოება საქართველოს ინტერესებშია
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
თუ უნდა საყურე გაიკეთოს უკანალში - ჟირინოვსკის შვილი სქესშეცვლილ მსაჯს მიესალმება