ეროვნული ლიგა. XX ტური: "დილამ" მომენტები გაანიავა და "ჩიხურამ" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში "ჩიხურამ" "დილა" 4:1 დაამარცხა.

მასპინძლები დებიუტშივე დაწინაურდნენ - სარდალიშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ბეგაშვილმა უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ფანცულაიამ დაასწრო. საჩხერელებმა მეორე გოლიც სარდალიშვილის აქტიურობის შედეგად გაიტანეს, რომელმაც დრიბლინგის შემდეგ ცარიელი კარის წინ დარჩენილ დეკანოიძეს უპასა და მას ისღა დარჩენოდა, ბურთი კარში შეეგორებინა.

სტუმრებს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ და ფორტესმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

სტუმრები მეორე ტაიმშიც ბევრს უტევდნენ, შეცვლაზე შესულმა საჩხერელთა ნახევარმცველმა მახარობლიძემ კი დუბლი შეასრულა და სოსო ფრუიძის გუნდმა გაიმარჯვა.

ივანწმინდა. "ცენტრალური"
ჩიხურა -
დილა 4:1
გოლები: 1:1 გიორგი ფანცულაია (8), 2:0 ბესო დეკანოიძე (22), 2:1 ალვინ ფორტესი (44), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (75), 4:1 ბიძინა მახარობლიძე (88)

ჩიხურა (4-1-4-1): დინო ჰამზიჩი(კ), ირაკლი კამლაძე, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, დავით მეგრელიშვილი, ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (მიხეილ ერგემლიძე 84), გიორგი ფანცულაია (რევაზ ჩიტეიშვილი 69), ბესო დეკანოიძე (ბიძინა მახარობლიძე 61)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დილა (4-2-3-1): გიორგი ბეგაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ) (ნუგზარ სპანდერაშვილი 77), დიდიე კოუგბენია, ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია (ისიფუ ლემპტი 71), ლევან ნონიკაშვილი (ფელიპე პაიმი 77), გურამ გოშთელიანი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წერა გეზარებათ?
მკითხველი
10:11 27-06-2019
0
Erovnulis cxrilic dadet xolme
Mikeili
06:44 27-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული