საქართველოს ნაკრების კაპიტანი და კოსტანაის "ტობოლის" ფეხბურთელი ჯაბა კანკავა ყაზახეთის პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში გამოცემა sports.kz-მა შეიყვანა.
ჯაბას, ნაკრებისგან განსხვავებით, ბოლო დროს კლუბში ცენტრალურ მცველად უწევს თამაში და ძალიან კარგად გამოსდის.
აი, რას წერს საიტი კანკავას შესახებ:
"ოჟკეტპესთან" მატჩის დროს ჯაბამ საკუთარ მეკარეს ნერვიულობის საფუძველიც არ მისცა. საკუთარი კარის სიახლოვეს კანკავა დამაჯერებლად მოქმედებდა - ორთაბრძოლების 83% მოიგო, 5-ჯერ აართვა მეტოქეს ბურთი, 6-ჯერ ჩაჭრა მოწინააღმდეგის გადაცემა და პასების 86% გააკეთა ზუსტად. მოქმედებათა ინდექსის მიხედვით 303 ქულა დააგროვა, რაც ტურში ერთ-ერთი საუკეთესო იყო".
შემდეგი თამაში "ტობოლს" გასვლაზე "ჟეტისუს" წინააღმდეგ აქვს. შეგახსენებთ, კანკავასთან ერთად კოსტანაის კლუბში ნიკა კვეკვესკირიც თამაშობს.