"ანორთოსისი", თემურ ქეცბაია, "რუბინი" და მამუკა ჯუღელი - ინტერვიუ ბექა მიქელთაძესთან

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაბრუნდა, იქ ქართველი ფეხბურთელები წაიყვანა, თუმცა კვიპროსულ კლუბში მყოფი ორი თანამემამულიდან ერთ-ერთთან, ბექა მიქელთაძესთან ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

21 წლის შემტევმა კარიერის გაგრძელება ყაზანის "რუბინში" გადაწყვიტა და რუსულ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მას იქ თანამემემულე ზურიკო დავითაშვილი დახვდება, რომელიც "რუბინში" რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა.

Sportall.g ბექა მიქელთაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა თემაზე ესაუბრა.

- პირველ რიგში, "რუბინით" დავიწყოთ, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია?
- დიახ, გაფორმებულია. ერთწლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი.

- რატომ მაინცდამაინც "რუბინი" და თუ გქონდათ
სხვა ვარიანტები?

- სხვა ვარიანტებიც იყო, მაგრამ "რუბინი" ქართველებისთვის ნაცნობი კლუბია. აქ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ კარგი სახელი დატოვა. ქართველების მიმართ კარგი დამოკიდებულა აქვთ. ვფიქრობ, რომ პრემიერლიგა და კონკრეტულად "რუბინი" ჩემი ზრდისთვის საუკეთესო იქნება.

- "ანორთოსისიდან" რატომ წამოხვედი? უცნაურია, რადგან კვიპროსულ კლუბში თემურ ქეცბაია დაინიშნა...
- უბრალოდ, პირობებზე ვერ შევთანხმდით. იმისდა მიუხედავად, რომ მე და ჩემი აგენტი არაფერ განსაკუთრებულს არ ვითხოვდით.

- კონკრეტულად რა პირობებზეა საუბარი?
- დაკონკრეტება არ მინდა. მესმის, რომ თემურ ქეცბაია მწვრთნელია და თავისი ხედვები აქვს. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. კლუბთან კონტრაქტი დამისრულდა და წამოვედი.

- ცნობილია, რომ თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" 1 თვის ხელფასის აღებაში დაგეხმარა, მაგრამ თქვენს შორის მაინც წარმოიშვა გაუგებრობა, რატომ?
- კი, დამეხმარა და ამისთვის მადლობას ვუხდი, მაგრამ ხდება ხოლმე. გაუგებრობები ოჯახშიც ხდება, ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

- დაბოლოს - რა მოლოდინები გაქვს მომავალ სეზონში, რამდენად ელოდები რომ საკმარისი დრო გექნება "რუბინში"?
- რა თქმა უნდა, თუ დავიმსახურებ, ვითამაშებ. სკამზე დასაჯდომად არცერთ გუნდში არ წავალ. იმედია, კლუბს კარგად შევეწყობი. მადლობა მინდა გადავუხადო მამუკა ჯუღელს. რომ არა ის, არაფერი გამოვიდოდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული