იური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელია სუპერტალანტია, მისი წასვლის გამო ცრემლები წამომივიდა

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივი" დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბი საიტით ავრცელებს.

კვარაცხელია "რუსთავის" ფეხბურთელია, "ლოკოში" კი 6 თვე იჯარით ითამაშა, ძალიან აქებდნენ, მაგრამ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა ვერ მოახერხეს.

ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვრაცხელიამ "სპორტ-ექსპრესს" უთხრა, რომ აგენტი "ლოკომოტივს" ვერ შეუთანხმდა, ხოლო კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ Sport24.ru-ს შემდეგი განუცხადა:

"ხვიჩას მომავალი ჯერ გაურკვეველია. გვინდა ხელშეკრულება გავუგრძელოთ. აგენტთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და ვთვლიდით, რომ ყველაფერი შეთანხმებულია, მაგრამ ორი დღის წინ სიტუაცია ცოტა შეიცვალა. ამიტომ ახლა არ შემიძლია არც
მისი წასვლა და არც სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება დაგიდასტუროთ.

არა მგონია, ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდეს. ერთი, მაქსიმუმ ორი დღე".

კვარაცხელიას წასვლის გამო სინანული გამოთქვა გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა.

"ჩვენთვის კვარაცხელიას წასვლა დიდი მოულოდნელობაა. მჯეროდა, რომ სრულფასოვან კონტრაქტს გავუფორმებდით. ის სუპერტალანტია. ნახევარი წლის განმავლობაში მასთან ბევრი ვიმუშავეთ, განსავითარებლად დიდი შრომა გავწიეთ. ხვიჩას წასვლის გამო ცრემლები წამომივიდა", - ციტირებს სიომინს championat.com-ი.

"სოვეტსკი სპორტის" ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხეს კვარაცხელიას შენარჩუნება, სიომინმა უპასუხა, რომ არ იცის და ამ კითხვით კლუბის ხელმძღვანელობას უნდა მიმართონ.

altშექმნილი ვითარება ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივში" გადასვლაში ხელს არ შეუშლის

alt"ლოკომოტივის" ლეგენდა კვარაცხელიაზე: სხვა რამეებზე უარი უნდა თქვას, თორემ მოსკოვი "წაიღებს"

altხვიჩა კვარაცხელიას მამა "ლოკომოტივთან" კონტრაქტის საკითხზე საუბრობს

alt"რუსთავის" დირექტორი: "ლოკომოტივს" კვარაცხელიას თაობაზე არ მოუმართავს, მათ კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვთ

altიური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიაზე: ქართველები "ლოკომოტივში" მუდამ ვარგობდნენ [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
და ამ თანხას რუბინი იხდის?
zviadi
11:40 02-07-2019
0
Rusetshi gazrdili didi fexburteli tu vinmes unaxavs neta? Talantebis sasaflao ufroa, ruseti aris chaobi yvelanairad da evropashi unda wavides tu tamashi unda da ara fuli
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული