ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც "ლოკომოტივი" დატოვა, რკინიგზულ კლუბს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამაში მისი აგენტი დამნაშავე არ არის. თუმცა, გუნდიდან წასვლის მიზეზი არ განმარტა.
"პირველ რიგში, მადლობა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ყველა თანამშრომელს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. მე გავიზარდე არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი. დიდი მადლობა იური სიომინს იმისათვის, რომ ასეთ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა. მადლობა მწვრთნელის თანაშემწეებს, ისინი მუდამ მართებულად მიმითითებდნენ ჩემს შეცდომებზე. ეს მე პროგრესირებაში მეხმარებოდა. ყველაფრისთვის მადლობა.
გუნდიდან ჩემი წასვლა დაგეგმილი არ იყო. ვიცოდი, მომავალი სეზონი აქ უნდა გამეტარებინა და ძალიან აღელვებული ვიყავი. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ამაში დამნაშვე ჩემი აგენტი არაა.
ყველაფრისთვის დიდი მადლობა! თქვენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტი მაჩუქეთ! ამ გუნდის გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადამიანები არიან! მადლობა ყველას, ვინც ჩემი წასვლა გულთან მიიტანა და მათაც, ვისაც გაუხარდა", - წერს კვარაცხელია ინსტაგრამზე.
და თან ყველაფერს თვითონ აბრალებდნენ.