27 წლის მცველი გიორგი მჭედლიშვილი ხორვატიული "გორიცადან" ლატვიის "ვენტსპილსში" გადავიდა.
"ვენტსპილსმა" მჭედლიშვილს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
"ჩემი ამოცანაა, გუნდს ყველა მატჩში მაქსიმალურად დავეხმარო გამარჯვებაში. გულშემატკივრებს ასეთი განწყობით ბრძოლას ვპირდები. სხვანაირად არ შემიძლია, რადგან ბუნებით მებრძოლი ვარ, ყოველთვის 100%-ით დავიხარჯები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა სეზონის ბოლოს სიხარულის საფუძველი გვქონდეს.
დარწმუნებული ვარ, ლატვიის ჩემპიონატზე მდგომარეობას გამოვასწორებთ. სულ მალე ევროპა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩები გველის", - განუცხადა მჭედლიშვილმა კლუბის საიტს.
18 ტურის შემდეგ "ვენტსპილსი" 24 ქულით ლატვიის 9-გუნდიან ჩემპიონატზე მე-5 ადგილზეა და 6 ივლისს "მეტა/ლუ-ს" უმასპინძლებს.
გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცა" დატოვა
გიორგი მჭედლიშვილი: არ ვიცი, აქვს თუ არა ჩემზე ინფორმაცია ვლადიმირ ვაისს
გიორგი მჭედლიშვილი: "ჩიხურასთან" თავს დამშვიდების უფლებას ვერ მივცემთ
მაგარი მებრძოლი იყო სამტრედიაში!!