გიორგი მჭედლიშვილი: არ ვიცი, აქვს თუ არა ჩემზე ინფორმაცია ვლადიმირ ვაისს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგის მატჩებისთვის ფლანგის მცველების ნაკლებობა ჰქონდა.

ფლანგებზე საქართველოს ნაკრებში ოთარ კაკაბაძე და გიორგი ნავალოვსკი ირჯებოდნენ, ხოლო სხვა მცველები თავიან კლუბებში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობენ.

ამიტომ თუნდაც სათადარიგო სკამისთვის ვაისს დაზღვევა აუცილებლად სჭირდება. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ამ ბოლო დროს კარგად თამაშობს ხორვატიის "გორიცას" ფეხბურთელი გიორგი მჭედლიშვილი.

ჩვენ ქართველ ფეხბურთელს დავუკავშირდით და ნაკრების თამაშების შესახებ დავეკითხეთ; ასევე, მისი საკლუბო ასპარეზობით დავინტერესდით.

- პირველ რიგში, ნაკრებზე გკითხავთ, საქართველომ ერთა ლიგაზე ორი ოფიციალური შეხვედრა ჩაატა
რა. როგორ შეაფასებდი ამ მატჩებს?
- რა თქმა უნდა, ფეხბურთში პირველ რიგში შედეგია მნიშვნელოვანი. ნაკრებმა 2 თამაში ჩაატარა და ჯამში 6 ქულა მოიპოვა. ეს ძალიან სასიხარულოა... ნაკრების ასპარეზობას ერთა ლიგაზე დადებითად შევაფასებდი.

- საქართველოს ნაკრების მიერ ერთა ლიგის მოგებისა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს როგორ შეაფასებდი?
- ვფიქრობ, ნაკრებს ძალიან კარგი შანსი აქვს, ერთა ლიგა მოიგოს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს, თუმცა ადვილი არ იქნება, რადგან ყველა გუნდს აქვს ამბიცია. ეს დიდი ოცნებაა თითოეული ქართველისთვის და იმედი მაქვს, ნაკრები მომდევნო მატჩებში თამაშის ხარისხს მოუმატებს და შედეგიც კარგი იქნება.

- ბოლო პერიოდში გახშირდა იმაზე საუბარი, რომ გიორგი მჭედლიშვილი უნდა იყოს ნაკრებში. დაგიკავშირდა თუ არა ვლადიმირ ვაისი ან ვინმე ფედერაციიდან, ან თუ იცის სლოვაკმა სპეციალისტმა შენ შესახებ?
- ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. სამწუხაროდ, არავინ არ დამკავშირებია ფედერაციიდან და არც ის ვიცი, აქვს თუ არა ჩემზე ინფორმაცია ვლადიმირ ვაისს.

- "გორიცას" შემადგენლობის შეუცვლელი წევრი ხარ. როგორ შეაფასებდი შენს კლუბს და მიმდინარე სეზონს?
- კლუბში კარგი განწყობაა, რაც მნიშვნელოვანია გუნდის წარმატებისთვის. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მოვუმატეთ თამაშის ხარისხს და შედეგზეც აისახა. რაც შეეხება ჩემს ფორმას, ყველა მატჩს სტაბილურად ვატარებ, ბოლომდე ვიხარჯები. ვცდილობ, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატო და ჩემი წვლილი შევიტანო "გორიცას" წარმატებაში.

ალბათ, დამეთანხმებით, მეორე ლიგიდან გადმოსული გუნდისთვის თავიდან უმაღლეს ლიგაში თამაში რთულია, მაგრამ არა უშავს. ჩვენი გუნდი კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ნორმალურადაც ვთამაშობთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. მთავარი მიზანი, ალბათ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება ამ ეტაპზე და ვფიქრობ, ამ დავალებას გავართმევთ თავს.

- რა განსხვავებას ხედავ ჩვენსა და ხორვატიის ჩემპიონატს შორის?
- ცოტა მსგავსება არის. მაგალითად, ხორვატებს უყვართ ტექნიკურად თამაში, როგორც ქართველებს. აქაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, როგორც საქართველოში. უბრალოდ, აქ უფრო მეტი საშუალება აქვთ, რომ კარგად განვითარდნენ. რაც შეეხება დონეს, რა თქმა უნდა, მაღალია საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით. აქ ხორვატიის ჩემპიონატს ბევრი სკაუტი აკვირდება.

ალბათ, ხორვატიის ნაკრების შედეგის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, უფრო გაიზრდება სკაუტების მხრიდან დაინტერესება. აქ არის 3-4 გუნდი, რომლებიც ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად თამაშობენ. მაგ: "დინამო ზაგრები", "რიეკა", "ოსიეკი" და "ჰაიდუკი სპლიტი".

მკითხველის კომენტარები / 6 /
შე მართლა ქარტველო თუ მართლა ქართველი ხარ კასპი არ იცი ვინაა? გყავს ვინმე უკეთესი ნაკრებში მაგაზე ჯანიანი.
qartvels
13:22 15-09-2018
0
გამოაქვეყნეთ კომენტარები მჭედლიშვილი ჭირდება საქართველოს ნაკრებს
imereli
11:15 15-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული