დღეს, 2 ივლისს Transfermarkt-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავისუფალ აგენტად მყოფმა ქართველმა ფეხბურთელებმა, ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ და თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ "რუბინთან" გააფორმეს კონტრაქტები.
თუმცა, ყაზანურ გუნდს ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
18 წლის კვარაცხელიას "ლოკომოტივთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და რკინიგზული გუნდი დატოვა. championat.com-ი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიაზე "ლოკოში" დიდ იმედებს ამყარებდნენ, პროგრესირებაში ძალიან შეუწყვეს ხელი დ არ ღირს ფეხბურთელებთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, თუ შემდეგ მათი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
21 წლის მიქელთაძე "ანორთოსისიდან" აიბარგა და sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "რუბინთან" ერთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამ გუნდში ცოტა ხნის წინ 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ჩაირიცხა.
"რუბინიდან" ამას წინათ მწვრთნელი კურბან ბერდიევი წავიდა, გუნდი 42 წლის რომან შარონოვმა ჩაიბარა, შემადგენლობის გაახალგზრდავება მიმდინარეობს და შესაძლოა, მომავალ სეზონში სამი ქართველით შეუტიოს.