"შერიფის" მწვრთნელი "საბურთალოზე": მათი ორი შეხვედრა ვნახეთ და...

AutoSharing Option
ტირასპოლის "შერიფის" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა "საბურთალოსთან" მატჩამდე 1 კვირით ადრე მისი გუნდის მდგომარეობასა და მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს. მეტოქეს შევისწავლით. თავიდან აღდგენითი ვარჯიშებით დავიწყებთ, რა თქმა უნდა, ტაქტიკურ ამოცანებსაც შევასრულებთ. პარასკევს მოლდოვის თასზე უნდა ვითამაშოთ. რთული მეტოქე არ არის, თუმცა ეს მატჩი გუნდური თამაშის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

"საბურთალოს" ორი შეხვედრა ვნახეთ, ანალიზი უკვე ჩავატარეთ. ფეხბურთელებთან ჯერ არ გვისაუბრია. ახალი მოთამაშეები დავიმატეთ, თუმცა ჯერ მათ თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონიათ. ყველა ცდილობს საუკეთესო მხარე გამოავლინოს. კიდევ
ერთი თავდამსხმელი და ნახევარმცველის დამატება კარგი იქნებოდა.

გვინდა, რომ პირველ მატჩში მეტი გულშემატკივარი მოვიდეს. მათ უდიდესი მნიშვნელობა ექნებათ. რთულია ფეხბურთის თამაში, როდესაც ბევრი ხალხი არ გიყურებს", - განაცხადა ზეკიჩმა.

"შერიფისა" და "საბურთალოს" პირველი მატჩი 10 ივნისს, ტირასპოლში გაიმართება, საპასუხო კი 16 ივლისს, თბილისში.

alt"შერიფი" ძლიერდება - "საბურთალოს" მეტოქემ 5 ფეხბურთელი დაიმატა

altლევან ყენია სამშობლოში დაბრუნდა - მისი ახალი კლუბი ცნობილია

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაღიარეთ დნესტრისპირეთი? თუ რაშია საქმე
არაბული777
14:30 03-07-2019
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული