3 ივლისს, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" 2:1 მოუგო.
ანგარიში დებიუტში მასპინძლებმა გახსნეს - კუტალიას თავური ალავიძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას პაპავამ დაასწრო. შუა პირველ ტაიმში ფლამარიონიმ საჯარიმოდან საპასუხო გოლი გაიტანა.
82-ე წუთზე დაფე ბათუმელთა საჯარიმოში შეიჭრა, კუტალიას უპასა და ამ უკანასკნელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა და პირველ ადგილზე დამკვიდრდა.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 გიორგი პაპავა (4), 1:1 ჯოვინო ფლამარიონი (26), 2:1 ლევან კუტალია (82)
დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, აკაკი შულაია (არფანგ დაფე 73), გიორგი პაპავა, გიორგი ქიმაძე, ლევან შენგელია (კ) (გიორგი კუხიანიძე 90+2), ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე (ბაქარ ქარდავა 86), ლევან კუტალია
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (გიორგი ილურიძე 85), გაბრიელ რამოსი, გიული მანჯგალაძე (ვალერიან თევდორაძე 90+2), ნიკოლოზ საბანაძე (ვლადიმერ დვალიშვილი 46), ჯოვინო ფლამარიონი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე