#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"არკამ" ლუკა ზარანდიას შემცვლელად ქართველი შეარჩია

AutoSharing Option
ლუკა ზარანდიას "ვარეგემში" წასვლის შემდეგ "არკამ" მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო. 2 ივლისს კი პოლონურ კლუბში პირველი ვარჯიში გამართა დავით სხირტლაძემ.

მან ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც "არკამ" ქვედალიგელი "ჩოჟნიჩანკა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ქართველს პოლონურ კლუბთან კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაუფორმებია, თუმცა, როგორც "არკას" ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებასაც უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს.

დავით სხირტლაძე ბოლოს ლატვიურ "რიგაში" ასპარეზობდა, სხვადასხვა დროს კი დანიური "ორჰუსის", "სილკერბორგის" და სლოვაკური "სპარტაკის" რიგებში უთამაშია.

ასევე დაგაინტერესებთ