რუსული გამოცემა Metaratings.ru წერს, რომ მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოელაპარაკა "ლოკომოტივს" და ყაზანის რუბინში აღმოჩნდა, ცნობილი გახდა აღნიშნული ტრანსფერის ფინანსური დეტალები.
გამოცემა ირწმუნება, რომ "რუბინმა" თავად ფეხბურთელს 500 000 ევრო გადაუხადა ბონუსის სახით და მისი ხელფასი ყაზანურ კლუბში თვეში 30 000 ევრო იქნება, რომელიც შესაძლოა 50 00 ევრომდე გაიზარდოს.
ხოლო რაც შეეხება მოთამაშის აგენტს, გამოცემის მიხედვით მამუკა ჯუღელმა ამ ტრანსფერიდან საკმაოდ დიდი თანხა - 3 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივსაც" იგივე პირობები შესთავაზეს, თუმცა მოსკოვურ კლუბში ზედმეტად დიდ თანხად მოეჩვენათ.
ხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
"რუბინი": ხვიჩა კვარაცხელია შემოგვიერთდა [PHOTO]
იური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელია სუპერტალანტია, მისი წასვლის გამო ცრემლები წამომივიდა