"სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ "Матч ТВ"-სთვის მიცემულ მცირე ინტერვიუში ავსტრიაში დასრულებული შეკრების შესახებ ისაუბრა.
"შეკრების პირველი ნაწილი ძალიან მძიმე იყო, ბევრს დავრბოდით. ახლა უფრო მეტად ბურთით ვმუშაობთ. დიდი დატვირთვები გვაქვს, ინტენსიური, მაგრამ ყველაფერი ნორმალურადაა. გუნდში სამუშაო განწყობაა, ფორმაში შევდივართ. ჯერ 100%-ით მზად არ ვართ, მაგრამ სეზონის დაწყებამდე 10 დღე გვაქვს. ავსტრიაში კარგი ტურნირი იყო, სადაც ტონუსის შეგრძნება გახლდათ შესაძლებელი, შენი დონის წარმოჩენა და ამის ჩემპიონატზე გადატანა.
პირველი შეკრება პრაქტიკულად უბურთოდ ჩავატარეთ. სულ დავრბოდით. როდესაც კონონოვი გახდა ჩვენი მწვრთნელი, ასეთი დატვირთვები არ გვქონდა. რაც "სპარტაკში" ვთამაშობ, მსგავსი რამ არ მახსოვს. ფეხბურთელებს ესმით, რომ მაღალი პრესინგის სათამაშოდ ეს აუცილებელია".