ხვიჩა კვარაცხელია: ყაზანურმა შემოთავაზებამ მომხიბლა, რადგან... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანის "რუბინის" ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ, კლუბის ვებგვერდთან პირველი შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა.

"ვიცი, რომ "რუბინის" არაერთ ქართველს უთამაშია. იმედი მაქვს, ადაპტაციას მარტივად გავივლი და გუნდ რაც შეიძლება მეტ სარგებელს მოვუტან. მწვრთნელს ვესაუბრე, რომან სერგეევიჩმა მითხრა, რაზე უნდა ვიმუშავო. ერთმანეთს გავუგეთ. მოუთმენლად ველოდები შემდეგ ვარჯიშს.

პირველივე დღიდან გვერდით ჩემი მეგობარი ზურიკო დავითაშვილი მყავს. ჩვენ ერთად გავატარეთ ბავშვობა თბილისის "დინამოში", მან ბაზა დამათვალიერებინა და გუნდი გამაცნო.

ბოლო ექვსი თვე მოსკოვის "ლოკომოტივში" გავატარე, შესანიშნავი დრო იყო. იჯარის დასრულების შემდეგ, ჩემთან "რუბინი" მოვიდა. ყაზანურმა შემოთავაზებამ
მომხიბლა, რადგან ჩემს ასაკში პროგრესი და თამაში მჭირდება. აუცილებელია მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად აქაც უნდა ვიბრძოლო. ჩემი მთავარი მიზანი პროგრესია, მინდა გავიზარდო როგორც მოთამაშე და რა თქმა უნდა, დავეხმარო კლუბს", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ "რუბინში" ერთბაშად სამი ქართველი ახალწვეული იქნება, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის მსგავსად, ყაზანურ კლუბში ბექა მიქელთაძეც იასპარეზებს.

altხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებებს ვუსურვებ სამივეს,მაგრამ ხვიჩა თუ მაინც რუსეთში დარჩებოდა,ყველა ვარიანტში ლოკომოფივი ერჩია.ძირითადში ათამაშებდნენ უკვე და სიომინს ფეხბურთელის გაზრდაში,არა მგონია სხვამ აჯობოს რუსეთის მასშტაბით
სოსო
12:03 05-07-2019
0
წარმატებები ბიჭებო! შრომა არ დაიზაროთ, თორემ როგორც მოვა ისევ უკან წავა ყველაფერი
შაკო
11:02 05-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული