ქუთაისის "ტორპედომ" 21 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში მატებაა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ტორპედომ" 21 წლის შემტევი ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე დაიმატა.

ჩოგაძე აქამდე "რუსთავში" გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაში 42 მატჩი გამართა. 2019 წელს ფეხბურთელმა "რუსთავის" მაისურით ეროვნულ ლიგაში 4 გოლი გაიტანა. "რუსთავამდე" კი ძოგაძე ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "საბურთალოს" ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" ფინანსური კრიზის გამო 10-მა ფეხბურთელმა დატოვა, ხოლო 11 ივლისს "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ყაზახურ "ორდაბასთან" სტუმრად გამართავს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული