იური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა არასასიამოვნოა - მაგრად დაგვეხმარებოდა

AutoSharing Option
რუსეთის სუპერთასზე "ზენიტთან" მატჩის წინ მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი ისევ შეეხო "რუბინში" გადასული 18 წლის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას თემას.

"სეზონის პირველი თამაშია და ძალიან ვნერვიულობთ. პრაქტიკულად ახალი გუნდი გვყავს. ნახეთ, რამდენი ფეხბურთელი წავიდა და რამდენია ტრავმირებული.

ეს ფეხბურთია, ეს ცხოვრებაა, რომელშიც ვიღაც მოდის, ვიღაც მიდის. გულშემატკივრები კი მოვლენ და კვაყოფილები უნდა დარჩნენ.

რაც შეეხება კვარაცხელიას წასვლას, ჩემთვის მოულოდნელი და არასასიამოვნოა. ნახევარი წელი ვავარჯიშებდით და ვხედავდით, რომ ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ბიჭია. მაგრად დაგვეხმარებოდა.

კვირკველიას ჯერ კიდევ გასული სეზონიდან ტრავმის
რეციდივი აქვს და "ზენიტთან" ვერ ითამაშებს, ის ჰიოვედესთან და იგნატიევთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობს", - ციტირებს სიომინს Sport24.ru.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არასწორი არჩევანი გააკეთა--ყველაფრით ჯობდა ლოკოში დარჩენა- სპორტული პერსპექტივითაც და კაცურადაც. ეტყობა აგენტისათვის განკუთვნილმა ჰონორარის სიდიდემ გადაწონა.
ფერნანდო
14:51 06-07-2019
0
ეს მართლა რა გააკეთეს, შანსი ჰქონდა წელსვე გამოეჩინა თავი ლიგაზე კარგათ თამაშით. ამაზე უკეთესს რას ინატრებდა ჭკვიანი ხალხი, მაგრამ ფული ბიძიკო, დღევანდელი ქათამი...
emigranti
04:13 06-07-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული