ყაზანური გამოცემა kazanfirst ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინში" დებიუტს და აღნიშნავს, რომ თათრული გუნდისათვის ქართველი შემტევი სინათლის სხივს წარმოადგენს.
აი, რას წერს გამოცემა ქართველის შესახებ:
"მთელ ამ საფეხურთო ბინდში იმედის ნაპერწკალი "რუბინის" ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელიაა. როგორც ჩანს, სიომინს ტყუილად არ უტირია, როცა ხვიჩას "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შესახებ გაიგო. მსუბუქმა და ტექნიკურმა "ვინგერმა" მოედანზე გამოსვლიდან 3 წუთში ყვეალფერს ნათელი მოჰფინა. ის ერადერთი ფეხბურთელი იყო მოედანზე, რომელიც თამამად მიდიოდა მოტყუებაზე და გამუდმებით ამწვავებდა თამაშს.
"რუბინის" გულშემატკივრებმა იციან, რომ სეზონში წარმატების მისაღწევად გუნდში ერთი ქართველი მაინც უნდა იყოს. გაიხსენეთ ეს სახელები: დავით ჩალაძე, მიხეილ აშვეთია, ლაშა სალუქვაძე, საბა კვერკველია და ახლა კი, ხვიჩა კვარაცხელია. მოდით, ეს ყველაფერი ბედნიერ მინიშნებად ჩავთვალოთ, რადგან ბედნიერების ობიექტური მიზეზები ჯერ არ გვქონია."
ხვიჩა კვარაცხელიას გარდა "რუბინში" ზურიკო დავითაშვილი თამაშობს და გუნდს მალე კიდევ ერთი ქართველი შემტევი- ბექა მიქელთაძე შეუერთდება.