#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბმა ქართველ შემტევთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის მიხედვით, ყაზანურ კლუბში 2024 წლამდე ითამაშებს. კონტრაქტის დანარჩენი დეტალები უცნობია.

ხვიჩა ჯერ მხოლოდ 18 წლის გახლავთ, ის 2001 წლის 12 თებერვალს დაიბადა და გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანა. ეს კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში გააკეთა, სადაც ბოლოს თამაშობდა. მოსკოვურ კლუბამდე ხვიჩა თბილისის "დინამოსა" და "რუსთავის ღირსებას იცავდა.

ხვიჩა კვარაცხელიას უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში.
მან 7 ივნისს, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ