6 ივლისს, შვედეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" საკუთარ მოედანზე "სუნდსვალი" 2:1 დაამარცხა.
მატჩმა საკმაო ინტერესი გამოიწვია, "ულევიზე" საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად 9 248 მაყურებელი მივიდა და 25-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ერიკსონმა ანგარიში გახსნა, 44-ე წუთზე კი ხარაიშვილის პასით კალისირმა მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი.
68-ე წუთზე გიორგიმ ამ სეზონში მეორედ ვერ გამოიყენა პენალტი, 88-ე წუთზე კი სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს.
"გეტებორგმა" 14 მატჩში 25 ქულა მოაგროვა, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 13 ივლისს გასვლაზე "ფალკენბერგს" შეხვდება.
ხარაიშვილი მიმდინარე პირველობის 13 შეხვედრაში თავის გუნდს 3 გოლით შეეწია.