არამარტო კლუბები - ევროტურნირების მატჩებს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან

AutoSharing Option
9-12 ივილისს, მთელი ევროპის მასშტაბით უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები გაიმართება. ევროტურნირების შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

9 ივლისს, ფინეთის ჩემპიონი "ჰიკი" საკუთარ მოედანზე ფარერის კუნძულების ჩემპიონს, "ჰავნარს" უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და ლევან თოდრია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილია. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჰელსინკის სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი მსაჯები 10 ივლისს იმსაჯებენ.
პოდგორიცას სტადიონზე ადგილობრივი "ზეტა" უნგრულ "ფეჰევარს" უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება, ასისტენტები დავით ჩიგოგიძე და ზაზა მენთეშაშვილი, მეოთხე მსაჯი კი, გოგა კიკაჩეიშვილი. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული