საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგამდე ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი რატი არდაზიშვილი "ჩიხურას" ფეხბურთელი გახდა - ამის შესახებ საჩხერელთა Facebook-გვერდი იუწყება.

21 წლის მოთამაშე კლუბს 6-თვიანი იჯარით შეუერთდა და "ჩიხურას" ევროპა ლიგაზე დაეხმარება.

არდაზიშვილმა 26-ნომრიანი მაისური მოირგო.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველის ანგარიშზე ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 9 მატჩში 1 გოლია.

რაც შეეხება"ჩიხურას", სოსო ფრუიძის გუნდი 11 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგულ "ფოლას" სტუმრად დაუპირისპირდება.

altრა ხდება "ჩიხურაში" ევროპა ლიგამდე 2 დღით ადრე? - Sportall.ge სოსო ფრუიძეს ესაუბრა

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული