championat.com: "სპარტაკს" ჯანო ანანიძის ბედზე დაფიქრება მართებს

AutoSharing Option
championat.com-ზე ჟურნალისტმა მიხაილ გონჩაროვმა სტატია გამოაქვეყნა რუსეთის წამყვანი გუნდების ტრანსფერების შესახებ, აღნიშნა, რომ არსებული ამოცანები ჯერ ვერ გადაჭრეს და "სპარტაკისა" და ჯანო ანანიძის თემასაც შეეხო.

"ფეხბურთელთა გაშვებაზე "თეთრ-წითლებმა" უკვე იმუშავეს, წავიდნენ ასაკოვანი გლუშაკოვი, კომბაროვი და ბოკეტი, "პორტუს" ზე ლუიში მიყიდეს.

თუმცა, ამოცანები ჯერ კიდევ გადასაჭრელია: ზაფხულის დასრულებამდე საჭიროა მომგებიანად სადმე ჰანის გაშვება (მოთამაშეს მწვრთნელი კონონოვი არ ენდობა, მაგრამ ღირსეული წინადადებები არ არსებობს) და ლომოვიცკისა და მელქაძის იჯარაზე დაფიქრება.

კიდევ - დაბრუნებული ანანიძის ბედზე, რომელიც "კრილიაში" ნახევარ წელიწადში ოდნავადაც არ გახდა
უფრო ძლიერი და სტაბილური".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული