ავსტრიაში ჩატარებულ ოთხთა ტურნირზე "სპარტაკი" "კრასნოდართან" 1:2 დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა, მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა კი ამჯერად ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და 56-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
ჯანომ ნამატჩევს თქვა, რომ რადგან გუნდიდან დენის გლუშაკოვი წავიდა, კაპიტნად გიორგი ჯიქია უნდა აირჩიონ, ხოლო კონონოვმა განაცხადა, რომ გუნდისთავს თავად დანიშნავს.
ჯანომ sportbox.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.
- ივნისში სოციალურ ქსელში ნიკო ქუთათელაძის სურათი გამოაქვეყნე. ამის გამო გისაყვედურეს?
- არ ვიცოდი, თუ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ის ქართველია და ბაზა დავათვალიერებინე. გესმით, FIFA-ს კომპიუტერულ თამაშში ისე მაგრად დავამარცხე, რომ არ შემეძლო მისთვის სურათი არ გადამეღო. არც კი ვფიქრობდი, რომ მისთვის ფოტოს გადაღება "სპარტაკის" მაისურაში არ შეიძლებოდა. ხელმძღვანელობას ბოდიში მოვუხადე და პოსტი წავშალე.
- ქუთთელაძე ისე რა კომპიუტერული მოთამაშეა. როგორი ფეხბურთელია?
- ჯერ ერთად არ გვივარჯიშია, საქმეში არ მინახავს, ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის. მისი როგორც ქართველის, მხოლოდ მხარდაჭერა შემიძლია და წარმატებას ვუსურვებ.
- ორი დღის წინ იველინ პოპოვს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ "სპარტაკის" სკანდალებმა ჩემპიონობა და "სევილიას" დამარცხება მეორე პლანზე გადასწია. თითქოს დაივიწყეს. შენ ასეთი შეგრძნება გაქვს?
- არა, ამის დავიწყება როგორ შეიძლება. ჩემპიონობა და "სევილიას" ძლევა მახსოვს, წაგებებიც. არ მინდა გულშემატკივართა ზოგიერთ ფეხბურთელთელებთან კონფლიქტებზე კომენტარი გავაკეთო. ეს ჩემი საქმე არ არის. მთავარი ფეხბურთის თამაშია. სანამ "სპარტაკში" ვარ, გუნდის დასახმარებლად მაქსიმუმს გავიღებ. "სპარტაკისადმი" ყველას დამოკიდებულება ასეთი უნდა იყოს, ეს სახალხო გუნდია, მე ის მიყვარს. შეიძლება ითქვას, აქ დავიბადე. არა მგონია, რასაც ნეგატიურს წერენ, სერიოზულ ზემოქმედებას ახდენდეს.
ჯანო ანანიძე: რაც "სპარტაკში" ვთამაშობ, ასეთი დატვირთვები არ გვქონია
რუსული პრესა ჯანო ანანიძის გაყიდვას წინასწარმეტყველებდა, ის კი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა
გოსდუმის თავმჯდომარის მოადგილე: შესაძლოა, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში აღარ იხმონ
აბა მაშ როგორ?
მეფის მონა ვარ და მის მსახური,
სპარტაკი მიყვარს,
ძალიან მიყვარს,
განსაკუთრებით, თუ ფულზეა გამოსახული.
აღსდექ საქართველო! ზებრას მთა და მდელო!!! ტაშ კუკური და შენ დაუკარ, რას მოვესწარ და რას ცხედავ ღმერთო!!!.
დაცვის კოდი არასწორი ყოფილა და მერცხალი ბადრიჯანი გგონია.......