საჩხერის "ჩიხურა" ლუქსემბურგში ჩაფრინდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგის მატჩის გასამართად ლუქსემბურგში ჩაფრინდა. გუნდი ლუქსემბურგ სიტიში მდებარე "ჰილტონის" სასტუმროში დაბინავდა.

"ლუქსემბურგში ჩამოვედით და სასტუმრო "ჰილტონში" დავბინავდით. კარგი გარემოა, ახლა დავისვენებთ და საღამოს 7 საათზე გავმართავთ ვარჯიშს. იმედი გვაქვს , ხვალინდელ თამაშს იდეალურად მომზადებულები შევხვდებით", - განაცხადა საჩხერელთა ნახევარმცველმა დემურ ჩიხლაძემ.

საღამოს "ჩიხურა" ქალაქ ლუქსემბურგ სიტიდან ეშ ფოლ ალზეტში გაემგზავრება და პირველ ვარჯიშსაც გამართავს. გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და "ჩიხურა" საღამოს ვარჯიშს სრული შემადგენლობით გამართავს.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი "ფოლა ეშსა" და
"ჩიხურას" შორის ხვალ, 11 ივლისს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული