არის! - "საბურთალომ" სტუმრად "შერიფი" გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლითი მატჩი "საბურთალომ" "შერიფთან" ბრწყინვალედ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.

13 460-იანი სტადიონი სანახევროდ შეივსო და გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ თავის გუნდს მხარს. საქართველოს ჩემპიონმა თამაში ყოველგვარი სასტარტო მღელვარების გარეშე დიწყო და მეტოქეს უპირატესობა არ დაუთმო. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს, როდესაც ბობანის დარტყმულ ბურთს მიგინეიშვილი დაეუფლა.

"საბურთალო" მოწინააღმდეგეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდა, თამამად უტევდა, ბურთსაც ხშირად ფლობდა, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებდა. შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობასაც კი ფლობდა, რაც დნესტრისპირული გუნდისთვის ალბათ,
მოულოდნელი გახლდათ.

30-ე წუთზე კი აქტიურმა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა და როლოვიჩმა თავურით მიკულიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

როლოვიჩის გოლი

38-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ დიასამიძემ ბურთი ძელს გაარტყა.

ტაიმის დასასრულს "საბურთალო" საერთოდ შტურმზე გადავიდა, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სამაგიეროდ მოხერხეს მეორე ტაიმში - ჯერ კოხრეიძემ შორიდან აუღებელი დაურტყა მიკულიჩს.

კოხრეიძის ულამაზესი გოლი

შემდეგ კი ლამაზი კომბინცია კაკუბავამ თავურით დააგვირგვინა და ტირასპოლელ ფანებს "კატიუშას" სიმღერის ხალისი დაეკარგათ.

კაკუბავას გოლი

აშკარა შეიქნა ქართული გუნდის უპირატესობა ტექნიკაში, არც ძალისმიერ ორთაბრძოლებში არაფერს არ უთმობდნენ ვიზავის და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა"
შერიფი - საბურთალო  0:3
გოლები: 0:1 როლოვიჩი (30), 0:2 კოხრეიძე (67), კაკუბავა (71)

შერიფი: მიკულიჩი, პალჩიჩი (ტამბე 69), იახი, ხურადო (ანტონი 46), კრისტიანო, პალიჩი (ბალიმა 46), გორდიენკო, ლატიფი, ბობანი, კენდიჩი, პოსმაკი

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, გონსალვესი (შინდაგორიძე 70), ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (კაკუბავა 60), როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)

alt"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

alt"შერიფის" მწვრთნელი: ვფიქრობ, რა მოვიმოქმედო - "საბურთალო" წინასწარ გავშიფრეთ, მაგრამ ...

alt"შერიფი" ჩივის: "საბურთალოსთან" არაფერი არ გამოგვივიდაო



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 58 /
საბურთალო არის საუკეთესო გუნდი ეროვნულ ლიგაში რომელმაც დაამარცხა ჩვენთვის მრისხანე შერიფი ასე რომ ცოტა გააერკვიეთ აზრზე რომ არ ხართ ფეხბურთის რეალი და ბარსელონას გარდა მეტი რომ არაფერი იცით თქვენი საფეხბურთო განათლება მხოლოდ გრანდებით შემოიფარგლება ანუ როცა საკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობას შეიკავეთ თავი კომენტარებისგან რაც შეეხება ზაგრებს ხორვატური ფეხბურთი საერთოდ არ არის ტექნიკური და წინა წლებში ჩვენმა კლუბებმა ბევრჯერ დაამტკიცეს რომ ფიზიკურ ძალაზე დამოკიდებული გუნდების დამარცხება შეგვიძლია ზაგრების დინამო ელიტარული დივიზიონიდან არ არის ასე რომ მშვენიერი მეტოქე ყავს საბურთალოს
Night
12 ივლისი 2019 14:17
0
მეტოქის პატივისცემაც კარგი რამეა ისე. გამარჯვებასაც და დამარცხებასაც ღირსეულად უნდა მიღება.
შეტევა
11 ივლისი 2019 22:52
0
:))) დიზლაიკებით ივსება ისეთი კომენტარები,რომელიც რეალობასთან ახლოს არის,მაგრამ არ აწყობს ფეხბურთის ფედერაციას,ტოტალიზატორს და პრესას.ხომ დარჩნენ უმუშევარი საზოგადოება რომ გაერკვეს თუ სინამდვილეში რა ხდება!!! :)))
გიოშა
11 ივლისი 2019 17:15
5
ერთი ნორმალური ჰაილათები ვერ დადეთ?
Irakli Apkhaidze
11 ივლისი 2019 16:37
1
მე მოვდივარ 18-ში თქვენს საგულშემატკივროდ! შარშან ევროპა ლიგის ტორპედოს თამაშზე მთელი საბურთალოს კლუბი იჯდა ჩვენს საგულშემატკივროდ და ვალში ვგრძნობ თქვენს წინაშე თავს. მინდა რომ აქაც გაანგრიოთ მოლდოველები! წარმატებები!
ქუთაისელი
11 ივლისი 2019 15:16
0
1) ჯერ თბილისშია გასაფორმებელი ეს მოგება
2) 5 მილიონიან საბურთალოს 75 მილიონიან ზაგრების დინამოს ნუ შეადარებთ, იმათი 1 ფეხბურთელი ღირს 15 მილიონი ანუ 3-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენი კლუბი.
3) თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობს სუსტები,არსებობს უხეიროები და უპატრონოები, არც ერთი და არც მეორე საბურთალოს არ ეთქმის
4) თუკი ზაგრებს დასძლევს კარგია, თუ გამოვარდება მთავარია რომ ეს იყოს ღირსეულად გაწეული წინააღმდეგობის შედეგი და ისევე არ ჩამოისალოს ზაგრების წინააღმდეგ როგორც შერიფი ჩამოიშალა საბურთალოს წინააღმდეგ.

წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, არაფერმა შეგაშინოთ, მიჰყევით ბოლომდის, ეს ბრძოლაა და აქ სისუსტეს არავის პატიობენ. იყავით ძლიერები!

იმედია რომ დღეს ქართული კლუბები გაგვახარებენ!
Jango
11 ივლისი 2019 14:24
1
იმ ხხალხის გამკვირვებია ვინც საბურთალოს მოგებას ჩრდილს აყენებს.რამ გაგაბოროტათ ასე,ყოველდღე იგებს ქართული გუნდი 3:0გასვლაზე,თან კაგრგი,გამართული თამაშით...შერიფის არაა ხელწამოსაკრავი გუნდი,სულ თამაშობს ევროპაზე.ასე რომ გირჩევნიათ მაგ ბოღმის ნთხევას უსიამოვნოდ და სხვაც ასიამოვნოთ.გილოცავთ ბიჭებო-ეს ერთი და სხვა მრავალი
კახა ქ.
11 ივლისი 2019 14:09
1
ერთი 5 წელია ქართული სპორტული სტატია აღარ წამიკითხავს და ისევ ისეთი ტერმინოლოგია ტრიალებს, ნაკლბადპოფესიონალური და დამამცირებელი.
რას ქვია "გააბითურა"? ბარემ იქნებ "მიაგოიმა", "მიაფარჩაკა"?
ზურა
11 ივლისი 2019 13:48
3
რედაქტირების ნიჭი რომ შეგენახა აჯობებდა, 5 წელია არ წაგიკითხავს და იცოდე,რომ მაგ დანარჩენ სიტყვებსაც ხმარობენ დღეს, ამდენ წერა-კითხვის გარჩევას,გერჩია საქებარი რამ დაგეწერა "საბურთალო"ზე,ხოლო გრამატიკა და მართლწერა ლევან ღვინჯილიას გადააბარე................
gela 67
11 ივლისი 2019 15:44
5
მადლობა ამ ბიჭებს სიხარულისთვის, მთავარია ახლა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი საქართველოშიც ააჟღეროთ შემოდგომაზე. წარმატებები საბურთალოს გგულშემატკივრობთ ბათუმიდან.
roma
11 ივლისი 2019 13:39
3
19 წლიანების ნაკრებში 2 ტალანტი შევამჩნიე კოხრეიძე და ჩაკვეტაძე. მიკვირს რომ კოხრეიძე ისევ საბურთალოშია, თუმცა თვითონ გუნდისთვის ძალიან კარგია.ასევე კარგია რომ რუსეთში არ წასულა. შემდეგ სეზონში ალბათ რაიმე ძლიერ კლუბში ვიხილავთ.
irakli
11 ივლისი 2019 11:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული