გიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიბრიშვილმა ტირასპოლის "შერიფთან" (3:0) სტუმრად მოგებული მატჩი შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბუნებრივია, ხარისხით და შედეგით კმაყოფილი ვარ. მით უფრო, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ბევრ რამეში გაგვიმართლა. არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი. მაგრამ ბევრიც სწორად გავაკეთეთ და ეს შედეგიც აისახა. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი გამარჯვება გაუხარდა.

მეორე ტაიმში მეტოქემ ნახევარდაცვა გააძლიერა, ჩვენ კი დაღლა გვეტყობოდა და არ მინდოდა ცენტრში უპირატესობა დაგვეთმო. კაკუბავა მოედანზე ამიტომ შევიყვანე.

ჩემი
ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ მადლობა გადავუხადე. სიტყვებით ამ სიხარულის გადმოცემა შეუძლებელია. ჩემთვის ყველა მოგება განსაკუთრებულად სასიხარულოა, მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია. ეს ნახევარი გზაა, საბოლოო წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. წინ კიდევ ერთი, გადამწყვეტი მატჩია და მთავარია, თბილისშიც ასე ვითამაშოთ", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
შემდეგ ეტაპზე გასვლა მჯეროდა, მარა სტუმრად მოგებას თან ასეთი ანგარიშით და რაც მთავარია ასეთი დამაჯერებელი თამაშით სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ყოჩაღ ჭიაბრიშვილს და ყოჩაღ ბიჭებს. არავითარი შიში და მოკრძალება, კვერცსებიანი ბიჭები ხართ. ფიფიამ დინამო შემაჯავრა. საბურთალოს ფანი გავხდი. მოველი რომ კიდევ მიბაძავენ ამ გუნდს, მჯერა ეს ბათუმის დინამო იქნება. შერიფი საბურთალოსათვის მაქსიმუმი არაა, მათ თამაში იგძნობოდა ეს. წარმატებას გისურვებთ.
Geo_Dinamo
14:42 11-07-2019
2
ყოჩაღ მწვრთნელს და ყოჩაღ ბიჭებს. არადა დარწმუნებული ვარ მოლდაველები ოცნებობდენ რომ საბურთალო შეხვედროდენ კენჭისყრაზე რაც აუხდათ მაგრამ თან როგორ გუშინ ანანეს ბიჭებმა. წარმატებები ჯგუფურში მენაე ნებისმიერ ევროპულ ლიგაზე.
roma
13:44 11-07-2019
0

სიახლეები პოპულარული