ქართველების "ტობოლმა" ლუქსემბურგში ვერ გაიმარჯვა და კრიტიკა დაიმსახურა

AutoSharing Option
10 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" სტუმრად ლუქსემბურგის "ჟენესს" დაუზავდა - 0:0.

თამაში თანაბარი იყო, 0:0 კი განმეორებითი საშინაო შეხვედრის წინ ცუდი შედეგი არ არის. თუმცა, ყაზახური პრესის კრიტიკა დაიმსახურეს, რადგან ჯუჯა სახელმწიფოს გუნდს ვერ სძლიეს.

ქართველმა ლეგიონერებმა შეუცვლელად ითამაშეს.

"ტობოლის" მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა განაცხადა, რომ ტოტალურ უპირატესობას ფლობდნენ, მოედანი ვიწრო გახლდათ და მეტოქე ასეთ პირობებში უკეთ იცავდა თავს.  არადა, ბურთის ფლობა 50-50-ზე იყო და მისმა გუნდმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. sports.kz
გაზაევის თავის მართლებას სასაცილოს უწოდებს.

კუსტანაური გუნდი ყაზახეთის პირველობაზე წარმატებით ასპარეზობს, 38-38 ქულით "ასტანასთან" პირველ-მეორე ადგილებს იყოფს და თანაც, 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული