პირველ შეხვედრას ყაზახეთში "ორდაბასის" წინააღმდეგ ქუთაისის "ტორპედო" გამართავს. ეს დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის "პირველ არხზე" იქნება შესაძლებელი.
კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა კახა ჩხეტიანმა და კახა ცხადაძემ დღევანდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრეს:
კახა ჩხეტიანი: 42 გრადუს სიცხეში ვითამაშებთ - არავისი არ გვეშინია
კახა ცხადაძემ სტაჟირება "ლაციოში" გაიარა და "ტორპედოს" დამარცხებას იმედოვნებს
თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" ანდორულ "ენგორდანს" მიიღებს. შეხვედრა 21:00 საათზე
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი გადასცემს.
გუშინ კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრეს:
თბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ჩვენთან "ენგორდანთან" თამაში პრესტიჟულია
"ენგორდანის" მწვრთნელი "დინამოზე": თვითმკველობა იქნება, თუ ჩემს მოთამაშეებს ამას მოვთხოვ...
მესამე შეხვედრა კი, რომელშიც ქართული კლუბი მიიღებს მონაწილეობას, ლუქსემბურგში გაიმართება, სადაც საჩხერის "ჩიხურა" ადგილობრივ "ფოლას" დაუპირისპირდება. მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.
Sportall.ge-ს ჟურნალისტი ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგში იმყოფება და სიახლეებზე ადგილიდან იმუშავებს.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე "ჩიხურას" დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და მოთამაშემ გიორგი კორიფაძემ შეხვედრის შესახებ ისაუბრეს:
გიორგი კორიფაძე: "ჩიხურასთვის" დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია