"ტორპედო" "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა და უშანსოდ არ არის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედო" სტუმრად "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა.

მძიმე ფინანსური ვითარების გამო "ტორპედო" თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა და მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მოედანზე ხელახლა ჩამოყალიბებული გუნდი გაიყვანა. თან, "ტორპედოს" ზივზივაძე და დოლიძე ვერ დაეხმარნენ. 20-ათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რისი მიზეზიც ალბათ, სიცხე იყო - შეხვედრის დასაწყისში ტემპერატურა პლუს 38 გრადუსი იყო.

მიუხედავად ასეთი სერიოზული პრობლემებისა, "ტორპედომ" თამაში მშვიდად დაიწყო, მეტოქეს არაფერსაც არ უთმობდა და გასაქანსაც არ აძლევდა. თამაში ვერ მიმდინარეობდა მაღალ ტემპში, თვალსასეიროც არ გახლდათ და
მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა.

მეტოქე სადღაც მე-20 წუთისთვის უპირატესობას კი დაეუფლა, მაგრამ ძალიან ერთფეროვნად (მარცხენა ფლანგიდან ბურთის ცენტრში ჩაკიდებით) და უხიფათოდ უტევდა. პირველი რეალური მომენტი შიმკენტელებს 39-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც იერლანოვმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა ბურთი და მეკარე კვასხვაძე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა და 65-ე წუთზე "ორდაბასიმ" ანგარიში გახსნა - კუთხურისას გამოსვლაზე კვასხვაძე შეცდა და იერლანოვმა თავით გოლი გაიტანა. 70-ე წუთზე კი კვასხვაძემ მალანგუს ძლიერი დარტყმული მოიგერია.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შექმნილ ვითარებაში ეს არ არის ურიგო შედეგი, მოწინააღმდეგე არაა დაუმარცხებელი გუნდი, მაგრამ "ტორპედოს" შეტევა ძალიან უჭირს და განმეორებით შეხვედრაში გოლი გასატანი აქვს.

შიმკენტი. "კაჟიმუკან მუნაიტპასოვი"
ორდაბასი - ტორპედო 1:0
გოლი: იერლანოვი (65)

ორდაბასი: ნეპოგოდოვი, მალანგუ, იერლანოვი, მეჰანოვიჩი (შეტკინი 64), ტოლებეკი (ბაბიდანგა 55), ჟანგილიშბაი (ბისტროვი 75), დიახატე, მალი, დოსმაგამბეტოვი, ფონტანელო, ჟოაო პაულო

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ფონიავა (მოსიაშვილი 86), ცინცაძე, ნადარია, ჩოგაძე (კობახიძე 68), ციცქიშვილი, კაპანაძე (ცეცხლაძე 76)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
რომ არა კვასხვაძის შეცდომა ტორპედო ამ მატჩს არ წააგებდა. რა თქმა უნდა გოლსაც ვერ გაიტანდა! ისე ამ შეკოწიწებულმა გუნდმა მაინც კარგად იბრძოლა. იმედია შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ!
gigo
20:09 11-07-2019
6
ტორპედო რო არ დაშლილიყო იგივეს დამართებდა ორდაბასს რაც საბურთალომ შერიფს დამართა
Lova
20:55 11-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული