"ენგორდანის" მწვრთნელი: მოულოდნელი არაფერი ყოფილა, შევეცდებით საკუთარი მოედნის ფაქტორი გამოვიყენოთ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში თბილისის "დინამოსთან" 0:6 მარცხის შემდეგ, "ენგორდანის" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპე ბუსტომ ჟურნალისტებთან განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ასეთი წაგების მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ 2 გოლი თავიდანვე გავუშვით. სწრაფმა გოლებმა მთელი სტრატეგია ჩამოგვიშალა და ვერ გავაკეთეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა.

სქემა არ უნდა შევცვალოთ, შევეცდებით, სახლის ფაქტორი გამოვიყენოთ და მეტოქეს უფრო კარგი თამაში შევთავაზოთ.

ყველაზე მთავარი გამოცდილება ამ შეხვედრიდან ის მივიღეთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

საბოლოო ჯამში, მოულოდნელი არაფერი ყოფილა. "დინამო" ძლიერი გუნდია
და კარგი ადგილობრივი და უცხოელი მოთამაშეები ჰყავს", - განაცხადა ბუსტომ.

ანდორული "ენგორდანისა" და თბილისის "დინამოს" საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს, ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

altთბილისის "დინამომ" "ენდოგრანი" არ დაინდო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული