ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივიდან" წასვლის მიზეზი დეტალურად და ობიექტურად განმარტა

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივიდან" ყაზანის "რუბინში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ლოკომოტივთან" სრულფასოვან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები იმ მომენტიდან დაიწყო, რაც ამ გუნდში გადავედი. ე.ი. ზამთრიდან. გასაგებია, იჯარა ეს უფრო დროებითი თანამშრომლობა იყო. მათ ჩემთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურდათ, ამიტომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ხმები დადიოდა.

ჩემპიონატის განახლების შემდეგ "ლოკომოტივმა" 1+3 სისტემის კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ეს წინადადება მე არ მაწყობდა. ღმერთმა არ ქნას და ტრავმა რომ მიმეღო, კლუბს უფლება ჰქონდა თანამშრომლობა არ გაეგრძელებინა. ასე გამოვიდოდა, რომ ტრავმით და უკლუბოდ დავრჩებოდი.

"რუბინმა" უცბად ხუთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, ანუ, რაც არ უნდა მოხდეს, აქ გათვალისწინებული ვადის ბოლომდე ვითამაშებ და ნებისმიერი გაურკვევლობა უბრალოდ გამორიცხულია", - ციტირებს კვარაცხელიას Sport24-ი.

altვასილი კიკნაძე: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო - აგენტებმა ფულის გამო წაიყვანეს

altkazanfirst: ხვიჩა კვარაცხელია "რუბინისთვის" სინათლის სხივია

altხვიჩა კვარაცხელია: ყაზანურმა შემოთავაზებამ მომხიბლა, რადგან... [VIDEO]

altნახევარი მლნ კვარაცხელიას, 3 მლნ აგენტს - რუსული მედია ფინანსურ დეტალებზე წერს

altsovsport.ru: ქართველ ვუნდერკინდთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან განშორება შესაძლოა, "ლოკომოტივის" დასასრულის დასაწყისი გახდეს


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა შიშით ლაპარაკობ ხო ვერ გაიგებ შენსას ჩემ ლიგას რუბინი ჯობდა?და რისი გეშინია ტრამვაო რო გაიძახი რომელი 32წლის შენ ხარ? ახალგაზრდა ტალანტა კიდე მოგეძებნა წესიერი აგენტი საუბედუროდ დაამთავრებ რუსეთში კარიერას.ღმერთმა ქნას ვცდებოდე
თემური
23:08 14-07-2019
0
Sheadara vidichi da ivanovichi kvaracxelias saidan gamodixart asetebi ??? Tu moindomebs yvelafris migceva sheizleba magram ase male kontraqtze da tramvaze ro fiqrobs ananidzis variantia iyavi tyuilad da aige xelfasi qartuli mentaliteti neta momescreba odesme krishtianosnairi zilkiani kartveli fexburteli tundac misi naxevari nichit amas ukve 30 celia velodebi
მმმმ
23:57 13-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული